პროფკავშირებმა გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

742

პროფკავშირებმა გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის (უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი) მეორე ნაწილისა და საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების №01-43/ნ ,,ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის“ დანართი 1-ის, რიგი პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც შრომის საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ იზღუდება დასაქმებულთა დიდი ნაწილის გაფიცვის უფლება.

მიგვაჩნია, რომ ამგვარი რეგულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობას, 26-ე მუხლით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას და ამავე კონსტიტუციის 33-ე მუხლით დადგენილ გაფიცვის უფლებას“, – აღნიშნულია პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში.

მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გაფიცვა 30 დღით გადადო. რამდენიმე დღის წინ კი სასამართლომ მემანქანეებს გაფიცვის უფლება უკვე გაურკვეველი დროით შეუზღუდა. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ.