პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ხელოვნური საფარის მოწყობა და ფეხბურთის კარების მონტაჟი. აგრეთვე, მოხდება არსებული დგარებისა და სექციური ღობის გამაგრება და ლითონის კონსტრუქციებისა და მავთულბადის შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე უკვე დაგებულია ბეტონის ფილა, მოედნის გარე პერიმეტრზე კი სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ლითონის კონსტრუქციებისა და სკამების მონტაჟი დაიწყება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 46 420 ლარია...
გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობის ცნობით, სამუშაოები ერთი თვეა ინტენსიურად მიმდინარეობს და 6, 2 კმ მონაკვეთს მოიცავს.
გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გაბიონების და სანიაღვრე არხების, ასევე 5 ახალი და 1 არსებული ხიდის რეაბილიტაცია-მოწყობა. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების და მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც შემსრულებელი კომპანიის შპს „არალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 1 500 ნაგვის ურნა გადასცა.
ნაგვის ურნები ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად გადანაწილდება
“ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონი 10 000 ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და...
სენაკის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, გარეგანათების ლამპიონების ამონტაჟებენ.
მერიის ცნობით, ლამპიონების მოწყობის სამუშაოები, რომელიც ახალსოფელში პირველად ხორციელდება, ერთ კვირაში დასრულდება.
აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი აწარმოებს.
გარეგანათების ქსელის მოწყობის პროცესი სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.
ურეკი-შეკვეთილის სანაპირო ზოლს ასუფთავებენ. სამუშაოებს ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრი“ ახორციელებს.
როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, ჭარბი ნატანი სანაპიროდან ცოცხალ ძალას გააქვს. ხოლო, ცენტრის თანამშრომლები სანაპიროს დასუფთავებას დილის 6 საათიდან იწყებენ.
"ურეკი-შეკვეთილს 18 კილომეტრიან მონაკვეთს თანამედროვე ნაგავმზიდი მანქანები ემსახურება. სპეციალური ტექნიკა სანაპიროს 20 სანტიმეტრის სიღრმიდან მყარი ნარჩენების შეგროვებასა და პლაჟის საფუძვლიან წმენდას უზრუნველყოფს.
ამასტან, „ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრი“ პლაჟის კონსტრუქციებ ღებავს",-ნათქვამია მერიის მიერ...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2018 წლის გეგმის შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმაზე ფინანსთა სამინისტროს ანგარიში მოისმინა.
კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას თქმით, კომიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის შიდა აუდიტის ეფექტურობის ზრდა, რაც თავის მხრივ ნიშნავს მმართველობითი პოტენციალის და პროცესის ეფექტიანობის ზრდას, და ამასთანავე რისკების მართვას.
საკითხი ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ანეულაში ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო, განსახლების პროცესი მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ამ დროისთვის ანეულაში 9 ოჯახია შესწავლილი, კვლევა დასრულებულია და განსახლების პროცესია დაწყებული.
ამასთან, გასულ კვირას ანეულას მოსახლეობასთან შესაბამისი სამსახურებისა და ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის ერთობლივ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ექსპერტებმა დამატებით შეისწავლონ ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი ფართიდან, მხოლოდ ეზოები მოყვა განსახლების ზოლში.
სამხარაულის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს იმ ნიადაგის...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საერთაშორისო კონტრაქტორის TAHAL Group-ისა და საზედამხედველო კომპანია Safege-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა ფოთის წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება და ტექნიკურ საკითხების განხილვა იყო.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკმა 89 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. სამინისტროს ცნობით, ადგილზე ვითარების შესწავლის პარალელურად იმართება შეხვედრები სამშენებლო და საზედამხევდელო კომპანიების წარმომდგენლებთან, რომლის მიზანი არსებული პრობლემების დროულად აღმოფხვრა და სამუშაოების...
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (LDA) -ს ორგანიზებით ქუთაისში რეგიონალური კონფერენცია "მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ჩატარდა.
შეხვედრაში მონაწილეობა, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მიიღო და ქვეყნის მასშტაბით ამ კუთხით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
შეხვედრის ერთ-ერთი მომხსენებელი ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იყო, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით გენდერულ ბიუჯეტირებასა და ქალთა საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით თვითმმართველობის ბიუჯეტი აუცილებლად უნდა იყოს...
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები დედაქალაქის საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაღების დირექტორებს სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები გააცნეს და სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ მიმართულებით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბაღების მართვის სააგენტოსთან, გაიცემა რეკომენდაციები, რათა ბაღების კვების ბლოკებში არსებული ვითარება, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები,...
წინა სტატია
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და დეპუტატებმა დათო მჟავანაძემ, ბესო ქათამაძემ და თორნიკე გოგუაძემ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში შიმშილობა დაიწყეს.
ისინი რამდენიმე დღის წინ, ბესო ქათამაძეზე თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.
ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ტარიელ აროშიძეს ბრალი 16 ივნისს წარედგინა. ოზურგეთის სასამართლომ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული...
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებაში, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულო პროეტს -„ჩემი იდეა თვითმმართველობას“ იწყებს.
მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს მოქალაქეების აქტიურ ჩართვას მუნიციპალიტეტის მართვაში.
პროქეტის ფარგლებში, მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ წინადადებები მათთვის საინტერესო საკითხებისა და პროექტების შესახებ.
წინადადებების მიღება მიმდინარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუგ გვერდსა და ელექტრონულ ფოსტაზე terjolissakrebulo@gmail.com - ზე. ასევე, საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (ან.ჭანტურიძის N7).
პროექტის მიზანია,...
ახალციხის მუნიციპალიტეტში პროექტი "დაგეგმე შენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი" მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გააქტიურებულია შემოსული წინადადებების ხმის მიცემის ფუნქცია, რომელიც გაგრძელდება მიმდინარე წლის 17 სექტემბრამდე.
მათივე ცნობით, ყველაზე რეიტინგული წინადადების განხორციელება გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტში.
ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე.
"გთხოვთ, ფორმის შევსებისას არ მიუთითოთ სხვისი ან ყალბი პირადი ნომერი.
თითოეული მიცემული ხმა გადამოწმდება პირადი ნომრით...
თბილისში, ლაგუნა ვერესთან მდებარე ბენზინგასამართი სადგურები თბილისის მერიამ შესაძლოა აიღოს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება და ის ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ ჩამოსასვლელთან პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ეს ბენზინგასამართი სადგურები ზღუდავს ავტომობილების გადაადგილებას. პროექტის განხორციელება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში დაიწყება....
წინა სტატია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაპირისპირება და ხმაურია. ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ბესო ქათამაძეს და დავით მჟავანაძეს სამართალდამცველები თავიანთ კაბინეტებში არ უშვებენ.
ამასთან, ნაციონალების თქმით, მათ შიმშილობის დაწყების საშუალებასაც არ აძლევენ.
აქცია ოზურგეთის საკრებულოსთან რამდენიმე დღის წინ ნაციონალების წევრის და დეპუტატის ბესო ქათამაძის ცემის გამო გაიმართა.
ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს...
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშისა და სოფელ ავრანლოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ცნიბით, აღნიშნული გზის მონაკვეთი, წლების განმავლობაში არ შეკეთებულა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი 4600 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება.
როგორც მერიაში აცხადებენ, ხელშეკრულების პირობების თანახმად პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება და მოსახლეობას გზის პრობლემა მოუგვარდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































