თერჯოლის საკრებულო პროეტს -„ჩემი იდეა თვითმმართველობას“ იწყებს

802

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებაში, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულო პროეტს -„ჩემი იდეა თვითმმართველობას“ იწყებს.

მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს მოქალაქეების აქტიურ ჩართვას მუნიციპალიტეტის მართვაში.

პროქეტის ფარგლებში, მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ წინადადებები მათთვის საინტერესო საკითხებისა და პროექტების შესახებ.

წინადადებების მიღება მიმდინარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუგ გვერდსა და ელექტრონულ ფოსტაზე terjolissakrebulo@gmail.com – ზე. ასევე, საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (ან.ჭანტურიძის N7).

პროექტის მიზანია, ახალი იდეების წარმოჩენა და ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჩართულობა თვითმმართველობის განვითარებაში.

მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ იდეებს განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.