მერიამ „ლაგუნა ვერესთან“ მდებარე ბენზინგასამართი სადგურები შესაძლოა აიღოს

664

თბილისში, ლაგუნა ვერესთან მდებარე ბენზინგასამართი სადგურები თბილისის მერიამ შესაძლოა აიღოს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება და ის ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ ჩამოსასვლელთან პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ეს ბენზინგასამართი სადგურები ზღუდავს ავტომობილების გადაადგილებას. პროექტის განხორციელება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში დაიწყება. დანარჩენ ადგილებზე კვლევაა საჭირო”, – განაცხადა კალაძემ.