ოზურგეთის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა შიმშილობა დაიწყეს

819

წინა სტატია

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და დეპუტატებმა დათო მჟავანაძემ, ბესო ქათამაძემ და თორნიკე გოგუაძემ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში შიმშილობა დაიწყეს.

ისინი რამდენიმე დღის წინ, ბესო ქათამაძეზე თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.

ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ტარიელ აროშიძეს ბრალი 16 ივნისს წარედგინა. ოზურგეთის სასამართლომ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრს, ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

“ნაციონალური მოძრაობა” მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და აცხადებს, რომ ქათამაძე არა ერთმა, არამედ “ოცნების” მინიმუმ 5 დეპუტატმა სცემა.