კურორტ ბეშუმში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

953

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ხელოვნური საფარის მოწყობა და ფეხბურთის კარების მონტაჟი. აგრეთვე, მოხდება არსებული დგარებისა და სექციური ღობის გამაგრება და ლითონის კონსტრუქციებისა და მავთულბადის შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე უკვე დაგებულია ბეტონის ფილა, მოედნის გარე პერიმეტრზე კი სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ლითონის კონსტრუქციებისა და  სკამების მონტაჟი დაიწყება.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 46 420 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოებს ტენდერიში გამარჯვებული კომპანია შპს „როდა“ ახორციელებს.