სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები დედაქალაქის საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაღების დირექტორებს სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები გააცნეს და სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ მიმართულებით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბაღების მართვის სააგენტოსთან, გაიცემა რეკომენდაციები, რათა ბაღების კვების ბლოკებში არსებული ვითარება, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათით მომარაგება, ეტიკეტირება, ტემპერატურული რეჟიმი და სხვა ნორმები სრულად შეესაბამებოდეს დადგენილ მოთხოვნებს.