ურეკი-შეკვეთილის სანაპირო ზოლს ასუფთავებენ

1314

ურეკი-შეკვეთილის სანაპირო ზოლს ასუფთავებენ. სამუშაოებს ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრი“ ახორციელებს.

როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, ჭარბი ნატანი სანაპიროდან ცოცხალ ძალას გააქვს. ხოლო, ცენტრის თანამშრომლები სანაპიროს დასუფთავებას დილის 6 საათიდან იწყებენ.

“ურეკი-შეკვეთილს 18 კილომეტრიან მონაკვეთს თანამედროვე ნაგავმზიდი მანქანები ემსახურება. სპეციალური ტექნიკა სანაპიროს 20 სანტიმეტრის სიღრმიდან მყარი ნარჩენების შეგროვებასა და პლაჟის საფუძვლიან წმენდას უზრუნველყოფს.

ამასტან, „ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრი“ პლაჟის კონსტრუქციებ ღებავს”,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.