ჯერჯერობით, არავინ საუბრობს, რას უნდა ელოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობები მინისტრთა ახალი კაბინეტისგან. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ ყოფილი პრემიერისგან ვიცით, ისაა, რომ თვითმმართველობებისთვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით, დეცენტრალიზაციის ახალი, 2018-2025 წლების სტრატეგიის დაწერა იგეგმება.
თვითმმართველობების პრობლემებსა და შესაძლებლობებზე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში კოალიციის - "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" წევრმა, ირაკლი მელაშვილმა ისაუბრა.
https://www.youtube.com/watch?v=PZikyPb_g9Q&feature=youtu.be
გონიო -კვარიათის მოსახლეობა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და გაჩერებების მოწესრიგებას სთხოვს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სამოქალაქო საბჭოს სახელით მოგმართავთ ქალაქ ბათუმში, გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეები. მიმართვის საფუძველი ის ინფრასტრუქტურული საჭიროებებია, რაც ამჟამად ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში დგას, კერძოდ კი, გონიო-აფსაროსის ციხე-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მოსახლეობის თქმით, გონიო-კვარიათი მზარდი ტურისტული მოზიდვის მქონე დასახლებაა, რომელსაც გაცილებით მეტი ყურადღება უნდა...
უკრაინაში, ხარკოვის მუნიციპალურ შენობაში, დღეს ხმაური იყო. რადიკალური ჯგუფები ადმინისტრაციულ შენობაში შევარდნენ და იქ მიმდინარე სხდომის ჩაშლის მიზნით, დარბაზში კვამლი გაუშვეს. დაცვასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებაც მოხდა.
მაშინ, როცა სამაშველო ჯგუფები შენობაში დაკვამლიანების გამო სამაშველო ოპერაციას ატარებდნენ, რადიკალებთან მოსალაპრაკებლად და მოთხოვნების გასარკვევად ხარკოვის მერის მოადგილე, ანდრეი რუდენკო გავიდა, თუმცა, მომიტინგეებმა ის ხელში აიყვანეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს. მომიტინგეები პარალელურად სკანდირებდნენ -...
თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის N25 და N28 კორპუსების ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა.
გამგეობის ცნობით, ამ დროისთვის, სახურავების რეაბილიტაცია დამატებით, რვა მისამართზე მიმდინარეობს. ხოლო, სადარბაზოს შიდასარემონტო სამუშაოები ექვს მისამართზე ხორციელდება. მათ შორისაა, ბენდელიანის ქ. N2-სა და ცინცაძის ქ. N10-ის სადარბაზოები.
სართულშუა ნაპრალების სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, ვაშლიჯვარში, N11 და დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის N20 კორპუსებში მიმდინარეობს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების...
ისნის რაიონში მოსახლეობის მოთხოვნით, მხატვართა დასახლების ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები, ე.წ. მწოლიარე პოლიციელები დამონტაჟდა.
სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ინიციატივით, ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
გარდა ამისა, ისნის რაიონის ტერიტორიაზე, ე.წ. მწოლიარე პოლიციელები კიდევ შვიდ მისამართზე დამონტაჟდა. მათ შორის: სამრეკლოს ქუჩა N5 და N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე; ჟონეთის ქუჩაზე; განთიადის ქუჩა N52-თან; ვაზისუბნის II მიკრორაიონის N7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვაზისუბნის II...
ქობულეთში მდინარე კინტრიშის წყალი პლაჟზე მიედინება. შექმნილი ვითარების გამო სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთზე ბანაობა და გადაადგილება გართულებულია. პლაჟზე მდინარის დაბინძურებული წყალია დაგუბებული. სანაპიროს იგივე პრობლემა შეუქმნა მდინარე დეხვამაც. აღნიშნული პრობლემა ქობულეთს რამდენიმე წელია აწუხებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მერიამ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან დოკუმენტი მიიღო, რომელშიც წერია, რომ მდინარის შესართავთან ბეტონის საბაგიროს მოწყობა უშედეგოა და კალაპოტის გასწორხაზოვნება ყოველწლიურადა არის საჭირო.
მერიაში პრობლემის მოგვარებას ჯერ კიდევ ტურისტული...
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გეგმავს, რომ დღის წესრიგში დააბრუნოს ბათუმის ბულვარის მერიისთვის დაბრუნების საკითხი. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
წლების წინ, ბათუმის მერიამ ბულვარი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს გადასცა სამართავად და რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, უკან ვეღარ დაიბრუნა.
ლაშა კომახიძის განმარტებით, ამ საკითხზე მერიისა და აჭარის მთავრობის მოსაზრებები თანხვედრაშია. ამის შესახებ კომახიძემ ბულვარში რესტორნების გახსნის საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
თქვა, რომ საკითხი ერთიანი კონცეფციით უნდა...
2018 წლის პირველი იანვრიდან 20 ივნისამდე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სხვადასხვა დარღვევებისთვის 194 სამშენებლო კომპანია დააჯარიმა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.
სულ ჯარიმის თანხა 1 მილიონ 502 ათასი ლარი შეადგინა. მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება კი 91 კომპანიის შემთხვევაში იქნა მიღებული.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, უნებართვო მშენებლობა ან რეკონსტრუქცია სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და წყლის შესახებ საქართველოს...
ახალციხეში, კოსტავას ქუჩის N163–ის ეზოში, სასმელმა წყალმა ამოხეთქა და კორპუსის ეზო დატბორა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მრავალსართულიანი სახლის მცხოვრებლების თქმით, ეზოში სასმელი წყალი, უკვე ერთი კვირაა ამოდის და ტერიტორიას ტბორავს.
"ყოველ დილას ასე იტბორება ეზო. აქ ბავშვები ვეღარ თამაშობენ. ახლა მკვდარი ბაყაყებიც ყრია", – ამბობენ ადგილობრივები.
პრობლემის მოსაგვარებლად, კორპუსის მცხოვრებლებმა, წყალმომარაგების კომპანიას მიმართეს. მისმა წარმომადგენლებმა, ეზოში დაზიანების ადგილები დახაზეს, თუმცა სასმელი წყლის...
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, ნაციონალური მოძრაობის წევრის ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, 8 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წევრები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის გნხორციელების პროცესს და გამოვხატავთ შეშფოთებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბესიკ ქათამაძის, ცემის ფაქტის გამო.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეულ პირებს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრიათ, ისინი თავიანთი მოქმედებებით უნდა იყვნენ სამაგალითო და მისაბაძი საზოგადოების...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომას შიდა ქართლის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
საკონსულტაციო საბჭოზე რეგიონში მიმდინარე და მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს. ამჟამად, მიმდინარე სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. რაც შეეხება გეგმებს, გუბერნატორის თქმით, 2019 წელისთვის აქცენტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე...
ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, ქობულეთში კი ცენტრალურ უბანში გარევაჭრობის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. თვითდასაქმებულებს დახლები ტროტუარებზე აქვთ განთავსებული და ფეხით მოსიარულეების გადაადგილებას აფერხებენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ქობულეთსი თავისუფლების ქუჩა თითქმის მთლიანად გარევაჭრობასა აქვს ათვისებული. როგორც მოქალაქეები ყვებიან, მათ საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილება უჭირთ. მათი განცხადებით, ქალაქი ტურისტულ სეზონონს ამ მდგომარეობაში არ უნდა ხვდებოდეს.
გარემოვაჭრეებმა იციან, რომ მოქალაქეებს გადაადგილებაში ხელს უშლიან, მაგრამ ამბობენ, რომ...
წინასააარჩვენოდ გაცემული დაპირება, რომელიც ხელვაჩაურის მერიამ დღემდე ვერ შეასრულა. სოფელ წინსვლაში ათეულობით ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. შედეგად ადგილობრივები წყალს რამდენიმე კილომენტრიდან ეზიდებიან. ხელვაჩაურის მერიაში კი საიმედოს დღესაც ვერაფერს ამბობენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
სოფელ წინსვლაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ. მათი განცხადებით ხშირად წყლის დეპიციტის გამო წყლის მარაგის დაგოვება უწევთ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში მცხოვრებლები ყვებიან, რომ პრობლემა...
თბილისის მერიის მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, კომპანია „თეგეტა თრაქ & ბასის“ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა 22 ივნისამდე გაუგრძელდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შპს "თეგეტა თრაქ & ბასს" დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კიდევ ერთხელ მისცა. თავდაპირველად განსაზღვრული ვადა 19 ივნისს ამოიწურა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის წერილიდან ირკვევა, კომპანიის მიერ წარმოდგენილი...
ახალციხის მუნიციპალიტეტში ფერსა-მუგარეთის და გიორგიწმინდას მექანიკური სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ორივე ობიექტზე წყლის სატუმბი სადგურები მოეწყო და შესაბამისი ელექტრო დანადგარებით აღიჭურვა, ჭები და მილხიდები დამონტაჟდა. არხების დაზიანებული მონაკვეთების ნაცვლად კი ახალი ნაწილები მოეწყო. ხოლო, ის მონაკვეთები, რომლებიც დემონტაჟს არ საჭიროებდა და დაგროვილი შლამის გამო წყალს სათანადოდ ვერ ატარებდა, გაიწმინდა...
თბილისში მოძრავ ავტობუსებში გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა დამონტაჟდება. ამის შესახებ ტენდერში წერია, რომელიც თბილისის მერიამ გამოაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
გარდა ამ მოთხოვნისა, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია კომპანიისგან ასევე ითხოვს, ყველა ავტობუსი ერთი მარკის და ერთი მოდელის იყოს და ისინი არანაკლებ 2018 წელს იყოს გამოშვებული.
ამასთან, ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომლის გამოსახულების გამოტანა უნდა ხდებოდეს მძღოლთან არსებულ დისპლეიზე (მონიტორზე)....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































