ირაკლი მელაშვილი: “რეფორმა, რომელიც შუაში გაწყდება, წარმატებას ვერ მოგვიტანს”

953

ჯერჯერობით, არავინ საუბრობს, რას უნდა ელოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობები მინისტრთა ახალი კაბინეტისგან. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ ყოფილი პრემიერისგან ვიცით, ისაა, რომ თვითმმართველობებისთვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით, დეცენტრალიზაციის ახალი, 2018-2025 წლების სტრატეგიის დაწერა იგეგმება.

თვითმმართველობების პრობლემებსა და შესაძლებლობებზე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში კოალიციის – “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრმა, ირაკლი მელაშვილმა ისაუბრა.