ქობულეთში მდინარე კინტრიშის წყალი პლაჟზე მიედინება. შექმნილი ვითარების გამო სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთზე ბანაობა და გადაადგილება გართულებულია. პლაჟზე მდინარის დაბინძურებული წყალია დაგუბებული. სანაპიროს იგივე პრობლემა შეუქმნა მდინარე დეხვამაც. აღნიშნული პრობლემა ქობულეთს რამდენიმე წელია აწუხებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მერიამ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან დოკუმენტი მიიღო, რომელშიც წერია, რომ მდინარის შესართავთან ბეტონის საბაგიროს მოწყობა უშედეგოა და კალაპოტის გასწორხაზოვნება ყოველწლიურადა არის საჭირო.
მერიაში პრობლემის მოგვარებას ჯერ კიდევ ტურისტული სეზონის დაწყებამდე აანონსებდნენ.
თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ისინი ტენდერის დასრულებას ელოდებიან, რის შემდეგაც მდინარეების კინტრიშისა და დეხვას კალაპოტების გასწორხაზოვნების სამუშაოებს შეისყიდიან.
აღსანიშნავია, რომ სატენდერო პირობების მიხედვით კომპანიას, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს სამუშაოების დასასრულებლად 30 დღიანი ვადა აქვს.