ისნის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები დამონტაჟდა

741

ისნის რაიონში მოსახლეობის მოთხოვნით, მხატვართა დასახლების ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები, ე.წ. მწოლიარე პოლიციელები დამონტაჟდა.

სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ინიციატივით, ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

გარდა ამისა, ისნის რაიონის ტერიტორიაზე, ე.წ. მწოლიარე პოლიციელები კიდევ შვიდ მისამართზე დამონტაჟდა. მათ შორის: სამრეკლოს ქუჩა N5 და N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე; ჟონეთის ქუჩაზე; განთიადის ქუჩა N52-თან; ვაზისუბნის II მიკრორაიონის N7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვაზისუბნის II მიკრორაიონის N9 კორპუსის წინ; ვაზისუბნის დასახლება N5-ა კრპუსთან და ვაზისუბნის II მიკრორაიონის N2 კორპუსის მიმდებარედ.

“ისნის რაიონის ტერიტორიაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, შესაბამისი ნიშნების, მონიშვნებისა და უსაფრთხოების ბორცვების მოწყობის სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება”,- აცხადებენ გამგეობაში.