ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, ქობულეთში კი ცენტრალურ უბანში გარევაჭრობის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. თვითდასაქმებულებს დახლები ტროტუარებზე აქვთ განთავსებული და ფეხით მოსიარულეების გადაადგილებას აფერხებენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ქობულეთსი თავისუფლების ქუჩა თითქმის მთლიანად გარევაჭრობასა აქვს ათვისებული. როგორც მოქალაქეები ყვებიან, მათ საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილება უჭირთ. მათი განცხადებით, ქალაქი ტურისტულ სეზონონს ამ მდგომარეობაში არ უნდა ხვდებოდეს.
გარემოვაჭრეებმა იციან, რომ მოქალაქეებს გადაადგილებაში ხელს უშლიან, მაგრამ ამბობენ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ. მათი განცხადებით გარევაჭრობა უკიდურესი გაჭირვების გამო გადაწყვიტეს, რის გამოც ცენტრალურ ბაზრობაზე მაღალი გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ.
ტურისტულ ქალაქში არსებული ვითარება არ მოსწონთ მესამე სექტორშიც, სახალხო მოძრაობა “შეაჩერე კორუფციაში” ფიქრობენ, რომ გარევაჭრობის აღსაკვეთად მუნიციპალიტეტის მერიამ კონტროლი უნდა გაამკაცროს.