ხელვაჩაურის სოფელ წინსვლაში მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი

777

წინასააარჩვენოდ გაცემული დაპირება, რომელიც ხელვაჩაურის მერიამ დღემდე ვერ შეასრულა. სოფელ წინსვლაში ათეულობით    ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. შედეგად ადგილობრივები წყალს რამდენიმე კილომენტრიდან ეზიდებიან. ხელვაჩაურის  მერიაში კი საიმედოს დღესაც ვერაფერს ამბობენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

სოფელ წინსვლაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ. მათი განცხადებით ხშირად წყლის დეპიციტის გამო წყლის მარაგის დაგოვება უწევთ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში მცხოვრებლები ყვებიან, რომ პრობლემა ზაფხულის სეზონის მოახლოებისთანავე იჩენს თავს, რის გამოც წყალს სხვა დასახლებებიდან ეზიდებიან.

ადგილობრივები აღნიშნული პრობლემის მიზეზად ხარვეზებით დამონტაჟებულ წყლის მილებს ასახელებენ, მათი თქმით რკინის კონსტრუქცია ისეა გაკეთებული, რომ წყლის დინებას აფერხებს.

მოსახლეობამ პრობლემის შესახებ ხელვაჩაურის მერს შეატყობინა, თუმცა დაპირების გარდა ვერაფერი მიიღეს.

ხელვაჩაურის მერიაში პრობლემის მიზეზად თბილ ზამთარსა და კონსტრუქციის ხარვეზს ასახელებენ.

მერიამ სოფელ წინსვლაში სასმელი წყლის ავზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადა, თუმცა კომპანიას ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულება მარტში შეუწყდა. უწყებაში კი ახალი საპროექტო დოკუმენტაცია ჯერ არ წარუდგენიათ, შესაბამისად, უცნობია კონკრეტულად როდის მოაგვარებს მერია აღნიშნულ პრობლემას.