ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩის #27-ში, სანიაღვრე და საკანალიზაციო მილები, გარეგანათების ბოძები, ქვაფენილები, ბაზალტის ბორდიურები, დეკორატიული ფილებისა და კორდის დაგება და სანაგვე ურნებისა და სკამების დადგმა მიმდინარეობს. ამასთან, მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის დასაგებად საფუძველს ამზადებენ. პროექტის ღირებულება 1 144 072. 78 ლარს შეადგენს. "პარალელურად მიმდინარეობს ლადო ასათიანის ქ. N27-ის მიმდებარე ტერიტორიისა და ლადო ასათიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები",...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სათათბირო ოთახის ავეჯის შესყიდვისათვის 16 ათასამდე ლარის   დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. მერიის მიერ გამოცხადებულ,  15 685 ლარის ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დაიწყო და 12 ივნისამდე გაგრძელდება.
ქუთაისის მერიის ინიციატივით მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საკუთარი იდეა პროექტის სახით, ელექტრონულად საიტზე  www.Volis.Kutaisi.gov.ge-ზე განათავსონ. ნებისმიერ მსურველს მიმდინარე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ექნება საკუთარი იდეა აღნიშნულ ვებგვერდზე  ადგილობრივ თვითმმართველობას წარუდგინოს. საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. ხოლო შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები ინტერაქტივის საშუალებით გამოავლენენ. აღნისნული პროექტი usaid-ს და GGI-ს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქუთაისის...
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,შეტყუპების” (Twinnig) პროექტის ფარგლებში,  რუსთავის მერიაში, გარემოს ჯანმრთელობის დაცვის თემაზე საბაზისო ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის მონაწილეებს, გარემოს ჯანმრთელობის საკითხებზე, ფრიდრიხ ლოფერის ინსტიტუტის პოლონეთის ფილიალის ექსპერტები ესაუბრნენ. მერიის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰაერის ხარისხსა და შესაბამის საფრთხეებზე. წარმატებული ინტერვენციების ამსახველი მაგალითების საფუძველზე, წარმოდგენილი იყო  შეფასების მეთოდები, პრევენციის სტრატეგიები და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების საკითხები. ტრენინგს რუსთავის მერის პირველი მოადგილე დავით კეკელიძე,  საკრებულოს...
ევროკავშირის მიერ ინიცირებული პროექტის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, რუსთავის მერიაში ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ბიზნესმენებს რუსთავის ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი გეგმა ქალაქის სტრატეგიული განვითარების საკითხებში, რუსთავის მერის თანაშემწემ, რევაზ ბარბაქაძემ გააცნო. მერიის ინფორმაციით, პროექტის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, რუსთავის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. ევროკავშირის პროგრამა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერას, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, სამუშაო ადგილების შექმნის, კერძო სექტორისა...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ყველასათვის მოულოდნელად, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ხელისუფლებამ 2016 წლის ბოლოს გააუქმა, შესაძლოა, მომავალი წლიდან აღდგეს. ამის შესახებ "სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის" II ფორუმზე გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, პროგრამის გაუქმებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ,  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ის ვეღარ მოხვდა. თავდაპირველად ხელისუფლება არ ასახელებდა მიზეზს, თუ...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით გუდაბერტყას ნამოსახლართან ახალი ტურისტულ-ინფრასტრუქტურული ნაგებობა იხსნება. არქეოლოგიური ძეგლის ვიზიტორები ამიერიდან გადასახედი მოედნით სარგებლობას შეძლებენ, რომლიდანაც კონფლიქტის ზონის ტერიტორია უშუალო თვალთახედვის არეალში ხვდება. ბაქანზე მოწყობილია საინფორმაციო ბანერები, რომლითაც უცხოელი და ადგილობრივი მოქალაქეები არქეოლოგიური ძეგლის შესახებ მიღებული ცნობების მიღმა, კონფლიქტური რეგიონის ირგვლივ და იქ არსებული კულტურული მემკვიდრების ძეგლების შესახებაც მიიღებენ სათანადო ინფორმაციას. ახლო მომავალში, დამთვალიერებელთა...
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად ახალციხის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი მარინა მერაბიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მერაბიშვილმა ამ პოზიციაზე ნატო ჩოხელი ჩაანაცვლა. როგორც მერიაში ამბობენ ჩოხელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ამას ჩოხელიც ადასტურებს: „ოჯახური პირობების გამო დავწერე განცხადება“. მისივე თქმით, ის სამუშაოდ იმავე უწყებაში რჩება, თუმცა ამ დროისთვის გარკვეული არ არის თუ რა პოზიციას დაიკავებს. რაც შეეხება ახლადდანიშნულ უფროსს მარინა მერაბიშვილს...
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი "შენების მოძრაობიდან" თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერიას არ  სურს დედაქალაქში არსებული პარკირების პრობლემის სიღრმისეული შესწავლა და მოსახლეობას დღემდე ვერ სთავაზობს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევის სისტემური გადაწყვეტის გზას. შერგელაშვილი იმ პირობებსაც ასახელებს, რის შემთხვევაშიც, ინვესტორები პარკირების საკითხით დაინტერესდებოდნენ. "სიტი პარკის" გაშვებას მძღოლების უმრავლესობაში აღფრთოვანება მოჰყვა, თუმცა, პარკირება კვლავ ისეთივე მოუგვარებელი პრობლემაა თბილისში, როგორიც იყო. მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსს ინვესტორები,...
წინა სტატია თბილისის 19 საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოს ბლოკში არსებული გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდა. ელექტროტექნიკის შესყიდვა ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. "ქურების ჩანაცვლების რეკომენდაცია „ყაზტრანსგაზის“ იმ ექსპერტებმა გასცეს, რომლებმაც სააგენტოს მიმართვის საფუძველზე შეისწავლეს სამზარეულოს ბლოკები ყველა იმ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სადაც ჯერ კიდევ გაზქურებით სარგებლობდნენ", - აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. მათი თქმით, ბავშვთა უსაფრთხოება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრიორიტეტია და ამ კუთხით, სააღმზრდელო დაწესებულებებში არაერთი მნიშვნელოვანი...
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე ტაქსების კომპანიების წარმომადგენლებსა და სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მერიის ცნობით, შეხვედრაზე მოქალაქეთა მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით გადაყვანის ნებართვის მიღებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომელთა დაკმაყოფილებაც მძღოლებს ტაქსით მომსახურების სერვისის ფარგლებში, პირველ და მეორე ეტაპზე მოუწევთ. კერძოდ, მაია ბითაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, მძღოლებისთვის რეგისტრაციის...
წინა სტატია ჭუბერში დროებითი ხიდის კონსტრუქციის მონტაჟი დასრულდა. რკინის კონსტრუქცია სპეციალური ამწეებით მდინარის ორ მხარეს უკვე აკავშირებს ერთმანეთთან. 11 ივლისიდან კი ხიდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება, რათა ის საბოლოოდ მომზადდეს ექსპლუატაციაში შესასვლელად. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კობა გაბუნია აცხადებს, რომ სამუშაოები დაგეგმილზე სწრაფი ტემპით წარიმართა და ხიდის ფუნქციონირება გაცილებით მოკლე დროში, სავარაუდოდ, 12 ივლისიდან დაიწყება. მისივე განმარტებით, ხიდების არარსებობის...
საბურთალოს რაიონში ბალანჩივაძის ქუჩის N5-სა და დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. საბურთალოს რაიონის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკვერებში საბავშვო გასართობი მოედნები მოეწყო, სადაც სხვადასხვა ატრაქციონები განთავსდა. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა და ტერიტორიები ღობით შემოიფარგლა. პეტრიწის ქ. N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში მოსახლეობისთვის ფიტნეს ზონაც განთავსდა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის,...
თბილისში სექტემბრიდან საჯარო ბაგა-ბაღების რაოდენობა 180-მდე გაიზრდება – დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო 2 მოქმედ ბაღს, ახალი კორპუსი შეემატება. თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი დასრულებულია. ამჟამად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ნუცუბიძის პლატოსმე-4 მიკრორაიონსა და ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე აშენებულ ბაგა- ბაღებში. 2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება ბაღების ტერიტორიაზე სათამაშო მოედნებისა და ეზოების კეთილმოწყობაც. ახალ ბაღებს უკვე მიენიჭა ნომრები. შესაბამისად, 18...
ქუთაისის მერია გეგმავს, რომ 4 წლის წინ რეაბილიტირებულ ხიდს რეკონსტუქციას მიმდინარე წელსაც ჩაუტაროს. საუბარია რუსთაველის ხიდზე, რომელიც  2014 წელს, შოთა მურღულიას მერობის დროს შეკეთდა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. "რუსთაველის ხიდზე მოეწყობა გრანიტის ოთხი სვეტი, რომლებიც გაფორმდება სხვადასხვა ლითონის ფიგურებით ვეფხისტყაოსნის მიხედვით. ასევე ხიდის ფერდობებზე ტერასები იქნება ყვავილნარებით, გაკეთდება განათება, რაც ხიდს ძალიან სანახაობრივს და ლამაზს გახდის", -  ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი იუზა...
წინა სტატია თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის განცხადებით, გენგეგმის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. “ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიას გადავხედე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან გენგეგმის პროექტში მნიშვნელოვანი პრობლემები ვერ ნახეს და დოკუმენტისთვის გენგეგმასთან პირდაპირ კავშირში არ მყოფი მცირე თემატიკის მიწებებას ცდილობენ, რათა გენგეგმის ნეგატივიზაცია მოხდეს. მგონი არასწორი მცდელობაა კოლეგებო. გთხოვთ,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ