ბიზნესმენებს რუსთავის ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი გეგმა ქალაქის სტრატეგიული განვითარების საკითხებში, რუსთავის მერის თანაშემწემ, რევაზ ბარბაქაძემ გააცნო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, რუსთავის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.
ევროკავშირის პროგრამა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერას, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, სამუშაო ადგილების შექმნის, კერძო სექტორისა და ეკონომიკის განვითარების საკითხებში.
პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. პროგრამა 2017 წლის იანვარში დაიწყი და 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.