თბილისში სექტემბრიდან 9 ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნება

2552

თბილისში სექტემბრიდან საჯარო ბაგა-ბაღების რაოდენობა 180-მდე გაიზრდება – დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო 2 მოქმედ ბაღს, ახალი კორპუსი შეემატება.

თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი დასრულებულია. ამჟამად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ნუცუბიძის პლატოსმე-4 მიკრორაიონსა და ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე აშენებულ ბაგა- ბაღებში. 2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება ბაღების ტერიტორიაზე სათამაშო მოედნებისა და ეზოების კეთილმოწყობაც. ახალ ბაღებს უკვე მიენიჭა ნომრები. შესაბამისად, 18 ივნისიდან მიმდინარეობს აღსაზრდელთა რეგისტრაცია.

ახალი ბაღების ნომრებია:
N49 – ნაძალადევის რაიონი, გარეჯის ქუჩის მიმდებარედ;
N67 – საბურთალოს რაიონი, სოფელი დიღომი, მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩა;
N73 – საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის მე-3 მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
N53 – გლდანის რაიონი, სოფელი გლდანი, მაყვალა მრევლიშვილის ქუჩა;
N57- გლდანის მე-3ა მ/რ, 24-ე კორპუსის მიმდებარედ
N44 – ვაკის რაიონი, ნუცუბიძის პლატო, მე-4 მ/რ, 27-ე კორპუსის მიმდებარედ;
N118 -ვაკის რაიონი, წყნეთი, სოხუმის ქუჩა N49-ის მიმდებარედ;
N38 – დიდუბის რაიონი, ზუგდიდის ქუჩა N3;
N68 – ჩუღურეთის რაიონი, პალიასტომის ქუჩაზე N1.