საბურთალოს რაიონში ბალანჩივაძის და პეტრიწის ქუჩებზე სკვერები მოეწყო

1011

საბურთალოს რაიონში ბალანჩივაძის ქუჩის N5-სა და დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

საბურთალოს რაიონის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკვერებში საბავშვო გასართობი მოედნები მოეწყო, სადაც სხვადასხვა ატრაქციონები განთავსდა. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა და ტერიტორიები ღობით შემოიფარგლა.

პეტრიწის ქ. N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში მოსახლეობისთვის ფიტნეს ზონაც განთავსდა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის, სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მოედანზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება და განახლდება ყველა საჭირო ინვენტარი. დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

სკვერის პროექტები კომპანია „გრინსერვის+“-მა განახორციელა. ორივე პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 135 685 ლარით დაფინანსდა. სპორტული მოედნის სამუშაოებს კი, გამგეობის დაკვეთით, შპს „დოკასპორტი“ ახორციელებს.