ქუთაისის მერიის ინიციატივით მოქალაქეები საკუთარი იდეებს ელექტრონულ საიტზე განათავსებენ

751

ქუთაისის მერიის ინიციატივით მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საკუთარი იდეა პროექტის სახით, ელექტრონულად საიტზე  www.Volis.Kutaisi.gov.ge-ზე განათავსონ.

ნებისმიერ მსურველს მიმდინარე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ექნება საკუთარი იდეა აღნიშნულ ვებგვერდზე  ადგილობრივ თვითმმართველობას წარუდგინოს.

საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. ხოლო შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები ინტერაქტივის საშუალებით გამოავლენენ.

აღნისნული პროექტი usaid-ს და GGI-ს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ესტონურმა მხარემ მიაწოდა.

“აღნიშნული სიახლე მოქალაქეების ადგილობრივ მმართველობაში აქტიურ ჩართულობას, საჯაროობას და მოქალაქეთა თავისუფალი იდეების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.