ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სათათბირო ოთახის ავეჯის შესყიდვისათვის 16 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
მერიის მიერ გამოცხადებულ, 15 685 ლარის ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დაიწყო და 12 ივნისამდე გაგრძელდება.