პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის სტანდარტებში ცვლილებები შევა. ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ბახტაძის თქმით, გაიზრდება საწვავის ხარისხი, გამკაცრდება მოთხოვნები ტექდათვალიერებაზე და აიკრძალება დაბალი სტანდარტის მანქანების იმპორტი.
"ჩვენ დავამუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მოკლე ვადაში საშუალებას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები მივიღოთ. მიმართულებები, რომლებზეც აქცენტს გავაკეთებთ, არის შემდეგი: საწვავის ხარისხის გაზრდა, აიკრძალება დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი და...
საქართველოს ადგილბრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით საკონსულტაციო შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის დეტალებს განიხილავენ.
შეხვედრას ესწრებიან საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რა ეტაპზეა დღეს და როგორ უნდა განვითარდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე, რა როლი უნდა შეასრულოს დეცენტრალიზაციამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, ამ საკითხებზე ტელეკომპანია მაესტროს ეთერში კოალიციის - ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის წევრმა, კოკა...
თბილისი მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაციისთვის დამატებით 20 მილიონ ლარს მიიღებს .მთავრობამ შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მერია ერთი თვის წინ 30 მილიონის გამოყოფას ითხოვდა, თუმცა მთავრობამ მაშინ მხოლოდ 10 მილიონის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამჯერად კი ცვლილება შევიდა თავდაპირველ განკარგულებაში და მუნიციპალიტეტის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. ფული დედაქალაქის მერიას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყოფა.
2017-2018 სააღმზრდელო წელს სკოლამდელი აღზრდის 1 438 დაწესებულება მოქმედებდა, სადაც 12 394 აღმზრდელ პედაგოგი და თანაშემწე 153 230 ბავშვს უვლიდა. საერთო მონაცემების მიხედვით ერთ უფროსზე 12 ბავშვი მოდიოდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით მაჩვენებელი განსხვავებულია. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ცნობით, საბავშვო ბაღებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა დედაქალაქშია. თბილისში 171 ბაღში 61 247 ბავშვი ირიცხებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ბაღში საშუალოდ 358...
სოფელი ხიდისყური კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების მიჯნაზე მდებარეობს. სასმელი წყლის მილები ერთი მხრიდანაც გაყვანილია და მეორე მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, ხრიოკ ადგილზე გაშენებული დასახლება უწყლობას განიცდის. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
2016 წელს სოფელ ხიდისყურში კასპის მერიამ 700 000-ლარიანი პროექტის განხორციელება დაიწყო. გარემონტდა კომუნისტების პერიოდში დადგმული რეზერვუარი. მილებით ნახევარი სოფელი დაქსელეს. დანარჩენი ნახევარი სოფელი მცხეთის მხრიდან გაყვანილი წყლის იმედად დატოვეს:
,,დღეს...
ჭუბერში სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღრიცხვა გრძელდება. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უკვე დათვლილია წაღებული მიწის ნაკვეთების და სახლების ზარალი, შესაბამისად ელოდებიან დასკვნებს, სად, როგორ და რა უნდა გაკეთდეს. მერის თქმით, ზუსტი ინფორმაცია, სჭირდებათ იმისთვისაც, რომ მოსახლეობას სწორი მოლოდინები შეუქმნან. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„საკარმიდამო მიწის ნაკვეთებია წაღებული. რამდენიმე დამხმარე ნაგებობაა დანგრეული სახლების მიმდებარედ. ორი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. სასმელი წყლის ავზი 27-მდე ოჯახის,...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 წყალსადენ სისტემაზე დებეტის გასაზრდელად სამუშაოები სრულდება, რისთვისაც 795 600 ლარი დაიხარჯება.
პროექტის განხორციელების შედეგად გვარაში, ხუცუბანში, სკურასა და სამებაში წყალმომარაგება გაუმჯობესდება.
"სოფლებში წლების მანძილზე ზაფხულობით მოსახლეობას სასმელ-სამეურნეო წყალი გრაფიკით მიეწოდება. დებეტის ნაკლებობის გამო ხდება წნევის ვარდნა, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე, რაც დისკომფორტს უქმნის მათ და ხშირად სამართლიანი პროტესტის მიზეზი ხდება.
წყლის სისტემების სათავე ნაგებობებზე ჭაბურღილების მონტაჟი ხელს შეუწყობს...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით, საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვისცენტრმა, სოფელ თერნალის ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ქსელის დაზიანებული კოლექტორი და მილები აღადგინა.
"ქალაქ წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩის მოსახლეობას საკანალიზაციო სისტემის დაზიანების გამო, არასასიამოვნო სუნი და მწერების მომრავლება წლების მანძილზე დისკომფორტს უქმნიდა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ქსელი, რომელიც რამდენიმე დიდ უბანს მოიცავს, გამწმენდ ნაგებობას დაუკავშირდება და პრობლემა სრულად აღმოიფხვრება", - აცხადებენ წყალტუბოს მერიაში.
ქალაქ საჩხერეში სერგი დურმიშიძის ქუჩაზე (ყოფილი კომისარიატის ტერიტორიაზე) სკვერი ეწყობა.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი თანადაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 129 171 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად მოინახულა.
ჩხოროწყუს კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შენგელიას ქუჩის გადაკვეთაზე წრე საათის, ჭავჭავაძისა და გობეჩიას ქუჩების გადაკვეთაზე კი შუქნიშნების მოწყობა მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაბის ცენტრში მდებარე სკვერი და გობეჩიას ქუჩაზე გარეგანათება მოეწყო. ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპორტდარბაზის შენობის გადახურვა და მეორე სართულის გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დასრულდა.
ჩხოროწყუს ცენტრის კეთილმოწყობის პროექტების განსახორციელებლად რეგიონებსი განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 183 000...
ქალქ დუშეთში რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში, ისტორიული უბნების ურბანული განახლება ზაფხულის ბოლოს დაიწყება.
პროექტის ფარგლებში 40 სახლის რესტავრაცია და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. ამასთან, შესრულდება ფასადური სამუშაოები, მოეწყობა გარეგანათებები, ტროტუარები და ბორდიურები.
აღნიშნულ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, დუშეთის ეს ნაწილი ქალაქის მოსახლეობითვის ისტორიული და კულტურული ღირებულების მატარებელია. სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული უბნები, ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის, ატრაქციის...
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის 430 მ მონაკვეთის მოსწორება, ნატახტარში კი ცენტრალური გზიდან საბავშვო ბაღამდე მიმავალი გზისა და ახლადაშენებული ბაღის ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს. ორივე სოფელში გზის მოასფალტებას შპს ,,კოხტას ძირი“ ზაფხულის ბოლომდე დაასრულებს.
ასევე, მერიის ინფორმაციით, ქალაქ მცხეთაში ჯავახიშვილისა და იბერიელის ქუჩის ჩიხების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა, ახალსოფლის შიდა გზის, საგურამოში ატმიანის დასახლებისა და გმირის ქუჩის, გალავანი-წინამძღვრიანთკარი-ბიწმენდი-ჯიღაურა-საგურამოს დამაკავშირებელი გზის,...
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გააცნო. როგორც „კომერსანტს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისის მერს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია მუდმივად ღია და გამჭვირვალე იქნება და ყველა იმ სამართლიან შენიშვნასმიიღებს, რომელიც შესაძლოა, სერვისების მიწოდების ნაწილში არსებობდეს.
„სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თბილისის მერმა გენერალური გეგმის...
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. გორის მერიის ცნობით, კამპანიის ფარგლებში გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი კარალეთის, სათბურის დასახლების, დიდი და პატარა გარეჯვრის მოსახლეობას შეხვდა.
"2019 წელს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტები ქალაქ გორთან ერთად, სოფლებშიც განხორციელდება. პრიორიტეტული პროექტების შერჩევის პროცესი დღეს დაიწყო და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 2 800 000 ლარს...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
"გზის მონაკვეთი 2 700 მეტრია და სამუშაობის შესრულების პროცესში 4 000 მ3 ქვიშა-ხრეშოვანი მასალა იქნება შეტანილი. სოფელ ჭაბუკიანის, გვიმრიანის, ქვემო ნაშოვარის მოსახლეობას მოეხსნებათ უდიდესი პრობლემები და შეძლებენ შეუფერხებლად საკუთარ ნაკვეთებთან მისვლას და მოსავლის ტრანსპორტირებას.
საერთი ჯამში 2018 წელს სავარგულებამდე მისასვლელი ათ კილომეტრზე მეტი გზა იქნება რეაბილიტირებული",- აცხადებენ მერიაში.
ამასთან, ლაგოდეხის სოფელ...
თელავის ცენტრში რაგბის სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს და მასში დაახლოებით 6 მილიონი ლარის ინვესტიციას „ქართუ ჯგუფი“ ახორციელებს. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.
თელავის რაგბის სტადიონი 3 ჰექტარზე განთავსდება, სადაც ხელოვნური და ბუნებრივი საფარით სათამაშო მოედანი მოეწყობა. ახალი რაგბის სტადიონი შესაბამისი, ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდენილი. ხოლო შიდა სივრცეში საშხაპეები, გასახდელები, სატრენაჟორო დარბაზი, საკონფერენციო სივრცე, ექიმის ოთახი და დოპინგ კონტროლი იქნება.
რაგბის სტადიონის სახელწოდება ამ ეტაპზე უცნობია. მისი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































