თბილისის მერია გზების რეაბილიტაციისთვის დამატებით 20 მილიონ ლარს მიიღებს

670

თბილისი მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაციისთვის დამატებით 20 მილიონ ლარს მიიღებს .მთავრობამ შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მერია ერთი თვის წინ 30 მილიონის გამოყოფას ითხოვდა, თუმცა მთავრობამ მაშინ მხოლოდ 10 მილიონის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამჯერად კი ცვლილება შევიდა თავდაპირველ განკარგულებაში და მუნიციპალიტეტის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. ფული დედაქალაქის მერიას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყოფა.