თელავში რაგბის სტადიონი შენდება

1865

თელავის ცენტრში რაგბის სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს და მასში დაახლოებით 6 მილიონი ლარის ინვესტიციას „ქართუ ჯგუფი“ ახორციელებს. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

თელავის რაგბის სტადიონი 3 ჰექტარზე განთავსდება, სადაც ხელოვნური და ბუნებრივი საფარით სათამაშო მოედანი მოეწყობა. ახალი რაგბის სტადიონი შესაბამისი, ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდენილი. ხოლო შიდა სივრცეში საშხაპეები, გასახდელები, სატრენაჟორო დარბაზი, საკონფერენციო სივრცე, ექიმის ოთახი და დოპინგ კონტროლი იქნება.

რაგბის სტადიონის სახელწოდება ამ ეტაპზე უცნობია. მისი მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.