აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა, რომელიც ფონდი ღია საზოგადოება_საქართველოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად, მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგს საქართველოს რეფორმების ასოციაციის ანალიტიკოსი ეგნატე შამუგია და მოწვეული ტრენერი, სახელმწიფო მაგისტრი დავით ლოგუა უძღვებოდნენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 70 სოფელი სარგებლობს. ახმეტის მერიაში განმარტავენ, რომ ეს სტატუსი მინიჭებული აქვს თუშეთის 52 სოფელს, პანკისის ხეობის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 15-მდე სოფელს და ილტოს ხეობის 3 სოფელს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, დავით აბულაძე აღნიშნავს, რომ ამ პროგრამის განხორციელება ხელს უწყობს სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებას. თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი აცხადებს,...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, მდინარე ზანაზე, ხიდის მშენებლობა მიდმინარეობს. ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთზე 2017 წლის 12 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა. მერიის ცნობით, ხიდის მშენებლობისთვის 780 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კი შ.პ.ს. ,,ნიკამსტროის“ფილიალი ასრულებს. "ხიდის სიგრძე 54, ხოლო სიგანე 10 მეტი იქნება. აღნიშნული ხიდით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდება", - აცხადებენ მერიაში.
წინა სტატია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი უმრავლესობა აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატებზე ინფორმაციას ავრცელებს. "2018 წლის 4 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგაც უფლებამოსილება შეუწყდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3 -მა, 14 დეპუტატით წარმოდგენილმა უმრავლესობის სამმა ფრაქციამ, 2018 წლის 6 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაასახელა თორნიკე რიჟვაძის...
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში გამართულ,  ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრაში  მიიღო მონაწილეობა. ილია ელოშვილმა სიტყვით გამოსვლისას ინიციატივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ღია მმართველობა ნებისმიერი მთავრობისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და დადებითი შედეგები მოაქვს მოქალაქეებისთვის. ღონისძიება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში, თბილისის მერიისა და OGP-ის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში OGP-ის  ადგილობრივი ხელისუფლებების პროგრამაში ჩართული, 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მონაწილეობს. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს...
სოფელ სარფში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი მიმდინარეობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, აღნიშნული სამუშაოები წყლის ხარისხს გააუმჯობესებს. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ალსოფი“ ახორციელებს, რისთვისაც 147 000 ლარი დაიხარჯება.  სარფში, სამუშაოები 15 მარტს დაიწყო და 5 თვეში დასრულდება. https://www.youtube.com/watch?v=-92KPFEbja4
ხელვაჩაურის მუნიცციპალიტეტში, მეწყერსაშიშ ზონებში, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. კედლის ჩამოსხმა 16 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს. ხოლო, 4 მონაკვეთზე ფერდის გამაგრება უკვე დასრულდა. მიმდინარე თვეს ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ჩასატარებლად, 135 ათასი ლარის ღირებულების ტენდერის გამოცხადება იგეგმება. https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=IgpqbOfJUZA
წინა სტატია თბილისის მერიის აპარატის უფროსი, "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი კიკნაძე არ გამორიცხავს, რომ ღია მმართველობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმაში უკვე არსებული რამდენიმე ვალდებულებაც შევიდეს. როგორც მან OGP-ის ფარგლებში გამართულ ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტი ტარდება, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 25 ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, როგორც მერის მოადგილეები, ისე გუბერნატორებია მოწვეული. მისი...
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ცნობით, აღნიშნული გზის აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ორიენტირი“ ახორციელებს. ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (კოპიტნარის მიმართულებით) ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 629 415 ლარით ფინანსდება. "როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად აღნიშნული გზის მოასფალტება 20 ივლისამდე უნდა დასრულდეს", - აცხადებენ...
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯსა და დედალაურში შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, აღნიშნულ სოფლებში შიდა საუბნო გზებზე, სადაც ამ დრომდე გადაადგილება როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ისე სატრანსპორტო საშუალებით სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ბეტონის საფარი იგება და კაპიტალური სანიაღვრე არხები ეწყობა. "პროექტი ხორციელდება ხარისხიანად, ეფექტურად და მოსახელეობის ინტერესების გათვალისწინებით. სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ხონის მუნიციპალიტეტის...
წინა სტატია სამტრედიაში 23 ივლისიდან გარევაჭრობა აიკრძალება. გარემოვაჭრეები მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და სამართალდამცავებთან ერთად გააფრთხილა. გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით ქალაქში არსებული ბაზრები გარკვეული შეღავათებით სთავაზობენ. მერიის ცნობით, თბილისის ქუჩაზე, აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია გარემოვაჭრებს ახალ წლამდე გადასახადიდან ათავისუფლებს. მერიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ გარევაჭრობა არ აღიკვეთება თითოეული მათგანის მიმართ შედგენილი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციული...
შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. შეიქმნა შტაბი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მორწყვის პროცესს კოორდინაციას გაუწევს. შტაბში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია რეგიონებიდან, რომლის დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ოპერატიულად გადაწყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მისი ეფექტიანი მოხმარების საკითხები. "საქართველოს მელიორაციის" ინფორმაციით, ცხელი ხაზის (15 01) საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მორწყვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ მისთვის სასურველი ინფორმაცია მიიღოს.
უახლოეს მომავალში, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება, – ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. ვახტანგ ლომჯარიამ თავშესაფარში არსებული ვითარება თბილისის მერის მოადგილეს მაია ბითაძესა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო. მისი თქმით, თავშესაფარში ყოველდღიურად 300-მდე ცხოველია, რომელთაც სხვადასხვა სახის მკურნალობა და სტერილიზაცია უტარდებათ. „უახლოეს მომავალში თავშესაფარში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება, ასევე დაგეგმილია ვეტექიმების რაოდენობის გაზრდა და რიგი მნიშვნელოვანი...
ქუჩაში ცხოველების დაცვის მიზნით, შესაძლოა, კანონში ცვლილებები შევიდეს. თბილისის მერიაში ამ საკითხზე უკვე აქტიური მუშაობაა დაწყებული. სპეციალური სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო ინიციატივებს უკვე ამუშავებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. „ცხოველების გამრავლება მხოლოდ ნებართვებისა და ლიცენზიების საფუძველზე იქნება ნებადართული. აიკრძალება მეტისის, შერეული ჯიშის ძაღლის გამრავლება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ გრძელვადიან პერიოდში, ხელი შევუწყოთ ცხოველთა რაოდენობის სტაბილიზაციას მიუსაფარ პირობებში“ - ამბობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის დისკუსია რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე გაიმართა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ, რომელიც რეგიონული განვითარების საკითხებს, კერძოდ, მრავალდონიან მმართველობასა და თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებს მოიცავს. მოწვეულმა ექსპერტმა კონსტანტინე კანდელაკმა საჯარო მოხელეებს ევროკავშირში არსებული მრავალდონიანი მმართველობის მოდელები გააცნო. დამსწრე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის 373-ე მუხლის...
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. მოწვეულმა ექსპერტმა კოტე კანდელაკმა საჯარო მოხელეებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელებზეც იმსჯელეს. სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით GIZ-ის (Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. https://www.youtube.com/watch?v=vRkaHXTVPeM&feature=youtu.be

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ