თელავში რეგიონული მმართველობის ევროპულ მოდელებზე იმსჯელეს

1391

თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის დისკუსია რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე გაიმართა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ, რომელიც რეგიონული განვითარების საკითხებს, კერძოდ, მრავალდონიან მმართველობასა და თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებს მოიცავს.

მოწვეულმა ექსპერტმა კონსტანტინე კანდელაკმა საჯარო მოხელეებს ევროკავშირში არსებული მრავალდონიანი მმართველობის მოდელები გააცნო. დამსწრე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის 373-ე მუხლის მიხედვით რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საკითხებმა.

სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით GIZ-ის (Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.