ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
მოწვეულმა ექსპერტმა კოტე კანდელაკმა საჯარო მოხელეებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელებზეც იმსჯელეს.
სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით GIZ-ის (Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.