ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

609

ხელვაჩაურის მუნიცციპალიტეტში, მეწყერსაშიშ ზონებში, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

კედლის ჩამოსხმა 16 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს. ხოლო, 4 მონაკვეთზე ფერდის გამაგრება უკვე დასრულდა.

მიმდინარე თვეს ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ჩასატარებლად, 135 ათასი ლარის ღირებულების ტენდერის გამოცხადება იგეგმება.