აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა, რომელიც ფონდი ღია საზოგადოება_საქართველოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად, მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგს საქართველოს რეფორმების ასოციაციის ანალიტიკოსი ეგნატე შამუგია და მოწვეული ტრენერი, სახელმწიფო მაგისტრი დავით ლოგუა უძღვებოდნენ.