ჩხოროწყუს სოფელ ახუთში ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

634

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, მდინარე ზანაზე, ხიდის მშენებლობა მიდმინარეობს. ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთზე 2017 წლის 12 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა.

მერიის ცნობით, ხიდის მშენებლობისთვის 780 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კი შ.პ.ს. ,,ნიკამსტროის“ფილიალი ასრულებს.

“ხიდის სიგრძე 54, ხოლო სიგანე 10 მეტი იქნება. აღნიშნული ხიდით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდება”, – აცხადებენ მერიაში.