სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აპარატის უფროსად არჩილ ღაღანიძე ინიშნება. იგი საჯარო მოხელეებისთვის გამოცხადებული კონკურსის წესით შეირჩა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
არჩილ ღაღანიძე თელავიდანაა. იგი პროფესიით იურისტია, თუმცა როგორც თავად ამბობს, 2010 წლიდან დღემდე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს.
„სკოლა თელავში დავამთავრე, მერე უნივერსიტეტში იურიდიულზე ჩავაბარე, თუმცა, მუშაობა 13 წლიდან დავიწყე, მაშინ თელავის გამგეობაში აიტი ვიყავი. ამჟამად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი...
დღეს თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. ღონისძიებას სასტუმრო „რუმსი“ მასპინძლობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია – პარლამენტის დღე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის. სხვადასხვა ქვეყნის მოდერატორებთან ერთად, დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ საკანონმდებლო ჩართულობის პრაქტიკაზე.
ღონისძიება 19 ივლისამდე გაგრძელდება.
ღია მმართველობის პარტნიორობა მრავალმხრივი ინიციატივაა, რომლის...
ორი დღის წინ გაირკვა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი შეიქმნება. ამის შესახებ პირველად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსობის კანდიდატმა, სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა. მისი განმარტებით, დეპარტამენტის შექმნის მიზანი ისაა, რომ "მთავრობის კანცელარიიდან ის გზავნილები, რომელიც არის და ის პროდუქტები, რომელიც შექმნილია, დავალებებისა თუ სხვა ფორმით, უფრო სწრაფად მივიდეს ადრესატამდე და ამაზე, ასევე, განხორციელდეს მკაცრი კონტროლი,...
ცხოველთა უფლებადამცველები თბილისის მერიასთან თავშესაფრებში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება. აქციის მონაწილეები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსაც ეხმაურებიან, რომელიც ცხოველთა თავშესაფარშია გადაღებული და სადაც ჩანს დახოცილი ძაღლები და იქ მყოფი ცოცხალი ლეკვი. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ეს ვიდეო ერთ–ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები უფლებამოვალეობებს სათანადოდ ვერ ასრულებენ.
როგორც ცნობილია, თავშესაფრის...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი, საბუთების გადარჩევა დასრულდა. 13 პოზიციაზე შესული 188 განაცხადიდან 75 შეირჩა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერია კონკურსს სამხედრო აღრიცხვების, ასევე, ინფრასტრუქტურისა და იურიდიულ სამსახურებში სპეციალისტების, მერის წარმომადგენლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციებზე აცხადებდა.
ყველაზე მეტი, 22 განაცხადი ახალციხეში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე შევიდა.
საკონკურსო კომისია შერჩეულ 75 აპლიკანტთან გასაუბრებებს გამართავს. თუმცა, ჯერ თარიღი...
წინა სტატია
საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტს მასპინძლობს, რომელიც ხვალ საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით დაიწყება, - ამის შესახებ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინე ფრუიძემ გამართა.
მისი თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტი ხვალ საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით დაიწყება.
„როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო წელს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტს მასპინძლობს. სამიტი ხვალ საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით დაიწყება....
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის თვითმმართველო ერთეულების დამოუკიდებლობის შესახებ დისკუსია გაიმართა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
თვითმმართველობის საკითხებში მოწვეულმა ექპერტმა კოტე კანდელაკმა რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ისაუბრა. ამასთან, შეხვედრაზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ ისაუბრეს.
ექსპერტის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია თვითმმართველობის პოლიტიკის ფორმულირება და პროცესების მართვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით. მისი განცხადებით, ახალი რეფორმა ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
სადისკუსიო შეხვედრა...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის თვითმმართველობის საკითხებსა და რეგიონული პოლიტიკის შესახებ დისკუსია ჩატარდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
თვითმმართველობის საკითხებში მოწვეულმა ექსპერტმა კოტე კანდელაკმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ რას ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავი. მან, ასევე, ისაუბრა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შეიმუშავა. დოკუმენტის მთავარი მიზანია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, რომელიც...
დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტში რეგიონული პოლიტიკის განვითარების შესახებ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მოწვეულმა ექსპერტმა, კოტე კანდელაკმა საჯარო მოხელეებს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ ესაუბრა, რომელიც რეგიონულ განვითარებას, მრავალდონიანი თვითმმართველობის ხელშეწყობას და რეგიონებს შორის დისბალანსის აღმოფხრას ითვალისწინებს. ექსპერტის შეფასებით, თვითმმართველობის მიერ ცენტრალური ხელისუფლებისგან დაკისრებული მოვალეობების კარგად შესრულების მიზნით აუცილებელია დამატებითი ფინანსური სახსრები.
სადისკუსიო...
OGP-ის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მუჰამედკალი აბილგაზიევის ხელმძღვანელობით ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მიიღო. მხარეები მიესალმნენ ყირგიზეთის მაღალი დონის მონაწილეობას ღია მმართველობის სამიტში და აღნიშნეს, რომ ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიტანს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.
მუჰამადკალი აბილგაზიევი შეხვედრებს გამართავს...
სიღნაღში მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის დისკუსია გაიმართა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
შეხვედრაზე ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს, კონკრეტულად, რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრის საკითხებსა და მრავალდონიანი მმართველობის მნიშვნელობაზე.
მოწვეულმა ექსპერტმა კონსტანტინე კანდელაკმა დამსწრე საზოგადოებას ევროპის ქვეყნენში არსებული მრავალდონიანი მმართველობის მოდელებიც გააცნო.
სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით GIZ-ის (Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
https://www.youtube.com/watch?v=r_Zjmb8Ko3A
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ დისკუსია გაიმართა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
თვითმმართველობის საკითხებში მოწვეული ექსპერტის, კოტე კანდელაკის განცხადებით, შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
საჯარო მოხელეების ინტერესი გამოიწვია საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ საკითხებმა.
სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით GIZ-ის (Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
https://www.youtube.com/watch?v=kyXDp8Kwb1k
ყვარლის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის შეხვედრა გაიმართა, სადაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21 თავის შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმართველობის მოდელებსა და რეგიონში უთანაბრობის აღმოფხვრის საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნული ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით GIZ-ის (Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
https://www.youtube.com/watch?v=eBB0kXPHmN8
"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი გზებზე „შავი მონაკვეთებისა“ და წერტილების იდენტიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ლალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არსებობს მონაკვეთები, სადაც წლის განმავლობაში 100-ზე მეტი საგზაო შემთხვევა ფიქსირდება. მისივე თქმით, მონაკვეთების აღრიცხვა ამჟამად იმ შეტყობინებებით ხდება, რომელიც 112-ში შედის.
"ყოველდღიურად ჩვენ ვართ მომსწრე იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ბავშვები, ახალგაზრდები იღუპებიან საგზაო შემთხვევებში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში N2-ე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, სოფელ ნასაკირალში საბავშვო ბაღის არარსებობის გამო ადგილობრივებს ბავშვები მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში დაჰყავდათ.
საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის ღირებულება 458 413 ლარს შეადგენს, 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. საბავშვო ბაღი 75 აღსაზრდელს მიიღებს.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი "ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონს არღვევს. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
პარტიის წარმომადგენლის, ბექა ქორჩილავას განცხადებით, გორის მერი პარალელურად შპს "მარინის" დირექტორის თანამდებობასაც ითავსებს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გორის მერის გადადგომის მოთხოვნა საკრებულოში უკვე დაარეგისტრირა.
“კონსტანტინე თავზარაშვილი კანონს უხეშად და ღიად არღვევს. მას ეკრძალება სხვა ალტერნატიული თანამდებობის დაკავება, თუმცა, მიუხედავად ამის, ის დღემდე შპს “მარინის“დირექტორის პოსტსაც ითავსებს. ასე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































