OGP-ის სამიტის ფარგლებში, საქართველოში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა

770

OGP-ის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მუჰამედკალი აბილგაზიევის ხელმძღვანელობით ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მიიღო. მხარეები მიესალმნენ ყირგიზეთის მაღალი დონის მონაწილეობას ღია მმართველობის სამიტში და აღნიშნეს, რომ ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიტანს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.

მუჰამადკალი აბილგაზიევი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს OGP-ის სამიტზე.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე გლობალურ სამიტს კი თბილისი 17 ივლისიდან 19 ივლისამდე უმასპინძლებს.  სამიტში 76 ქვეყნის და 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.