ლაგოდეხში საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ დისკუსია გაიმართა

837

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ დისკუსია გაიმართა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თვითმმართველობის საკითხებში მოწვეული ექსპერტის, კოტე კანდელაკის განცხადებით, შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

საჯარო მოხელეების ინტერესი გამოიწვია საზღვრისპირა თანამშრომლობის შესახებ საკითხებმა.

სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით GIZ-ის (Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.