თბილისის მერიასთან ცხოველთა უფლებადამცველები აქციას მართავენ

770

ცხოველთა უფლებადამცველები თბილისის მერიასთან თავშესაფრებში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება. აქციის მონაწილეები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსაც ეხმაურებიან, რომელიც ცხოველთა თავშესაფარშია გადაღებული და სადაც ჩანს დახოცილი ძაღლები და იქ მყოფი ცოცხალი ლეკვი. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ეს ვიდეო ერთ–ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები უფლებამოვალეობებს სათანადოდ ვერ ასრულებენ.

როგორც ცნობილია, თავშესაფრის წარმომადგენლები გავრცელებულ ვიდეოს ხსნიან იმით, რომ მათზე ყოფილმა თანამშრომლებმა შური იძიეს და მსგავსი სცენარი განავითარეს, რაც ვიდეოშია ნაჩვენები. თბილისის მერიისგან კი ოფიციალური განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად მერიის შესასვლელთან საკუთარი ძაღლები მიიყვანეს. ტერიტორიაზე უსაფრთხოებისთვის მობილზებულია საპატრულო პოლიცია და თბილისის მერიის დაცვის სამსახური.