დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტში რეგიონული პოლიტიკის განვითარების შესახებ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მოწვეულმა ექსპერტმა, კოტე კანდელაკმა საჯარო მოხელეებს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ ესაუბრა, რომელიც რეგიონულ განვითარებას, მრავალდონიანი თვითმმართველობის ხელშეწყობას და რეგიონებს შორის დისბალანსის აღმოფხრას ითვალისწინებს. ექსპერტის შეფასებით, თვითმმართველობის მიერ ცენტრალური ხელისუფლებისგან დაკისრებული მოვალეობების კარგად შესრულების მიზნით აუცილებელია დამატებითი ფინანსური სახსრები.
სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით GIZ-ის (Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.