საგარეჯოში თვითმმართველი ერთეულების დამოუკიდებლობის შესახებ დისკუსია გაიმართა

1392

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის თვითმმართველო ერთეულების დამოუკიდებლობის შესახებ დისკუსია გაიმართა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თვითმმართველობის საკითხებში მოწვეულმა ექპერტმა კოტე კანდელაკმა რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ისაუბრა. ამასთან, შეხვედრაზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ ისაუბრეს.

ექსპერტის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია თვითმმართველობის პოლიტიკის ფორმულირება და პროცესების მართვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით. მისი განცხადებით, ახალი რეფორმა ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით GIZ-ის (Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.