იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი მინისტრობისას ქვეყანამ არაერთი რეფორმა გაატარა, რომელიც სწორედ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ იყო მიმართული. ამიტომაც, მესამე სექტორის მოთხოვნა, რომ "ღია მმართველობის პარტნიორობის" კოორდინაცია პრემიერმინისტრს დაექვემდებაროს, აზრს მოკლებულია. როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართეს, სადაც მას მოუწოდებენ, რომ "ღია მმართველობის პარტნიორობის" მდგრადობის უზრუნველსაყოფად, პროცესის კოორდინაცია, იუსტიციის...
კერძო საკუთრებაში არსებული დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიების გამოსყიდვის მიზნით, თბილისის მერია მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. ბითაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის ზონის სტატუსი ადევს, მოსახლეობამ იცის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ მშენებლობების დაწყება არ შეუძლიათ. ბითაძის ინფორმაციით, მესაკუთრეთა ნაწილი თანახმაა ტერიტორიის მონაცვლეობაზე ან კომპენსაციის მიღებაზე. “დიღმის ტყე-პარკის მესაკუთრეებთან ჩვენ ძალიან აქტიურად...
დღეს "ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 სამიტი სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრით გაიხსნა. პირველი დღის ღონისძიებებს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან სამოქალაქო საზოგადოების 500-მდე წარმომადგენელი ესწრება. მონაწილეები მსჯელობენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებსა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებაზე, ასევე, კორუფციასთან ბრძოლის, მართვის გამჭვირვალობის, მმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობისa და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებზე. "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტი 19 ივლისამდე გაგრძელდება. სამიტში OGP-ის წევრი 75 ქვეყნიდან 2000 სტუმარი მიიღებს მონაწილეობას....
OGP-ის ხელმძღვანელი საქართველოს შემდეგ კანადა გახდება, მომდევნო თავმჯდომარე ქვეყანას კი, დღეს მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე აირჩევენ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) გლობალურ სამიტს ოფიციალურად ხვალ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მსოფლიო სამიტის წინ, OGP-ის მმართველ კომიტეტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ეროვნული არქივის შენობაში მიმდინარეობს. მისი თქმით, სამიტზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. „სამიტი სტუმრების უმრავლესობა უკვე...
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნენ. შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი. პარლამენტმა ახალი მთავრობა 14 ივლისს დაამტკიცა.
წალენჯიხაში უძველესი ტაძრის გალავნის აღსადგენად 200 ათასი ლარი გამოიყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მეცამეტე საუკუნით დათარიღებული სქურის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის გალავნის აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა. წალენჯიხაში ძეგლის რესტავრაცია მინაშენთან ერთად, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დასრულდა. ტენდერის მიზანი ტაძრის გალავანში ჩართული მარნისა და კარიბჭის კონსერვაცია და გალავნის რეკონსტრუქციაა. დაგეგმილი სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 200 ათასი ლარია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩამოშლილია ტაძრის...
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეში, სასაზღვრო ჯარების კომენდატურის ყოფილი შენობის რეაბილიტაცია მიდმინარეობს. შენობაში რეაბილიტაციის შემდეგ "ჯანმრთელობის სახლი“ დაიწყებს ფუნქციონირებას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შენობის რეაბილიტაციისთვის ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 235 735 ლარი დაიხარჯება. ამ ეტაზპე შენობაში რკინა–ბეტონის კონსტრუქციები ეწყობა. რეაბილიტაციის შემდეგ "ჯანმრთელობის სახლში“ ვალის ოჯახის ექიმები იმუშავებენ და მოსახლეობას სამედიცინო მომსახურეობას გაუწევენ. აქვე განთავსდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიც.
თბილისის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები, რომლის მიზანს სარეკრეაციო ტერიტორიებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტერიტორიების და ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა წარმოადგენს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. საქმე “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მისგან გამომდინარე პროექტებს ეხება, რომელიც პარლამენტს ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ წარუდგინა. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს,...
წინა სტატია დღეს თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. ღონისძიებას სასტუმრო „რუმსი“ მასპინძლობს. სამიტი 19 ივლისამდე გაგრძელდება. სამიტზე რამდენიმე თემატური პანელი გაიხსნა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი თემა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიებია. მესამე სექტორი ითხოვს, რომ "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამოქმედო გეგმა პრემიერის დაქვემდებარებაში გადავიდეს, მათ იუსტიციის სამინისტროს მუშაობა არ მოსწონთ. https://www.youtube.com/watch?v=xNYxxhSK2PQ&feature=youtu.be ღია მმართველობის პარტნიორობა...
გორის მერია შენობაში ლიფტების შეკეთებას აპირებს. ლიფტების შესაკეთებლად მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3740 ლარი გამოყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების მიწოდების და ლიფტების ტექნიკურად გამართულობის დადებითი დასკვნის (ინსპექტირების სერტიფიკატი) წარმოდგენის ვადად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღე განისაზღვრა. სატენდერო პირობების მიხეიდვით, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების (ლიფტების შეკეთება, რეაბილიტაცია, მონტაჟი) შესრულების გამოცდილება. "2015 წლის 01 იანვრიდან წინადადებების...
ა(ა)იპ ქუთგანათების სერვისმა ქალაქის მასშტაბით გზების, ნიშნულა ხაზების და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვა დაიწყო. ქუთაისის მერიის ცნობით, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დაიხაზა თაბუკაშვილის მე-2, მე-4, მე-6, შესახვევები. გზების მონიშვნის პროცესს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიაც დაესწრო. მისი თქმით ახალი სპეც ტექნიკა, რომელიც ქალაქის მერიამ გზების დასახაზად შეიძინა სამუშაოებს გაცილებით გაამარტივებს და საგზაო მონიშვნების არ არსებობის პრობლემა, საბოლოოდ გადაიჭრება. შიდა საქალაქო გზების...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის დასახელების ვადა პრეზიდენტს ხვალ ეწურება. გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციები უამღლესი საბჭოს პოლიტიკურ წრეებთან და საინიციატივო ჯგუფთან უკვე გაიარა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ ამ პოსტზე პრეზიდენტს თორნიკე რიჟვაძის, ოპოზიციამ არმაზ ახვლედიანის, ხოლო საინიციატივო ჯგუფმა გოჩა გუგუნავას კანდიდატურა წარუდგინეს. უმაღლესი საბჭოს მმართველ გუნდს მოლოდინი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილი არჩევანს სწორედ მათ მიერ შერცეულ კანდიდატზე შეაჩერებს. აქვე გეტყვით,...
ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის შენობა, შესაძლოა მალე მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შევიდეს. უწყება ტერიტორიების გადახედვის საკითხზე მუშაობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. როგორც ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, პირველ ეტაპზე ე.წ სატეხიის გადასახვევიდან მახოს ხიდამდე მარჯვენა მხარის ხელვაჩაურის ტერიტორიებში დაბრუნებაზე მუშაობენ. მერის თქმით, უახლოეს პერიოდში ტოპოგრაფიული რუკის შექმნისთვის ტენდერის გამოცხადებაც იგეგმება. https://www.youtube.com/watch?v=5YdIGPPJmto
აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების ყოველთვიური ანაზღაურება 44 450 ლარითაა გაზრდილი და წლიურად 533 400 ლარს შეადგენს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობის შრომით კოდექსში შეტანილი ცვლილების მიუხედავად გაზრდილია როგორც საკრებულოში თანამდებობების რაოდნობა, ასევე დანახარჯი შრომითი ანაზღაურების კუთხით. 164 წევრიდან 102-ს თანამდებობა უკავია.   https://www.youtube.com/watch?v=zSBKNB9g5Vo
წინა სტატია ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტზე სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღია მმართველობის სამდივნოსთან ერთად საქართველომ ბევრი გააკეთა, რომ საერთაშორისო დონეზე გადაედგა ნაბიჯები წინ, გამჭვირვალობის გასაზრდელად და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. “ჩვენთვის, ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ საჯარო ინსტიტუტები გახდეს უფრო ღია და...
ზუგდიდმა ეპარქიას დაფინანსება გაუნახევრა, ჩხოროწყუმ კი შეუწყვიტა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. საკათედრო ტაძრის და კორცხელის მონასტრის მშენებლობისთვის გამოყოფილი 494 ათასი ლარის ნაცვლად, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ადგილობრივი ხელისუფლება 200 ათასს გამოუყოფს. დაფინანსების შემცირების მიზეზს ხელისუფლება იმით ხსნის, რომ ეპარქია თანხას ვერ ითვისებს და არც ხარჯთაღიცხვა აქვს. თითქოს ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს დადგენილ ვადებში ეპარქია ვერ ითვისებს, არ შეესაბამება სიმართლეს, - აცხადებენ ეპარქიაში. „ჩვენთვის ადგილობრივი ხელისუფლებიდან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ