იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი მინისტრობისას ქვეყანამ არაერთი რეფორმა გაატარა, რომელიც სწორედ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ იყო მიმართული. ამიტომაც, მესამე სექტორის მოთხოვნა, რომ “ღია მმართველობის პარტნიორობის” კოორდინაცია პრემიერმინისტრს დაექვემდებაროს, აზრს მოკლებულია.
როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართეს, სადაც მას მოუწოდებენ, რომ “ღია მმართველობის პარტნიორობის” მდგრადობის უზრუნველსაყოფად, პროცესის კოორდინაცია, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ გასწიოს, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრომ ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესი სათანადოდ ვერ წარმართა.