პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნენ.
შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.
პარლამენტმა ახალი მთავრობა 14 ივლისს დაამტკიცა.