კრწანისის რაიონში, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N18-ში, უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერის მოწყობა დაიწყო. გამგეობის ცნობით 3 100 კვ.მ-ზე განთავსებული ახალი სკვერი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. უსინათლოებისთვის მარტივად გადასაადგილებელი ბილიკები 215 კვ.მ-ზე ტაქტილური ფილებით მოეწყობა, დეკორატიული ფილები 1 100 კვ/მ-ზე განლაგდება, 165 კვ.მ-ზე კი, კაუჩუკის საფარი დაიგება. ბეჭდური არმირებული საფარით 210 კვ.მ მოპირკეთდება, ხოლო საბაღე სამუშაოები 1 450 კვ.მ-ზე ჩატარდება. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეოთხე სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში არსებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მიმდინარე წლის 29 ივნისს გამოცხადდა, მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 3 335 145 ლარია გამოყოფილი. “სოციალური სახლი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 2019 წლის დეკემბრამდე უნდა აშენდეს. სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ.მ-ია. მრავალბინიან სახლში 39 ბინა იქნება,აქედან 10...
მსოფლიოს 14 ულამაზეს ვერტიკალურ ბაღს შორის მოხვედრილი ავლაბრის მეტროს შენობაზე განთავსებული ვერტიკალური ბაღი გახმა. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს. ბაღის მოვლა-პატრონობა 2018 წლის თებერვლიდან თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შ.პ.ს. „ეკოსერვის ჯგუფს“ ევალება. კომპანიის დირექტორი ვახო ნოზაძე აცხადებს, რომ ვერტიკალური ბაღში არსებულ მცენარეებს უკვე აღარაფერი ეშველებათ, რადგან კედელზე მისი თქმით, სოკოვანი დაავადებებია გავრცელებული. "როდესაც ვერტიკალური ბაღი გადმოგვეცა მოვლა-პატრონობაში კედელი იყო სავალალო მდგომარეობაში, მცენარეები კი ხმობაში...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 1,500 000 ლარია. პროექტის ფარგლებში ახალი შენობა-ნაგებობები შენდება. პროექტის დასრულების შემდეგ სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ალპინიზმის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა GWP - ის მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მთავარი თემა ქვეყნის წყალმომარაგების სისტემური განვითარება იყო. "მივესალმები GWP - ის ინიციატივას გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ამ სფეროს სისტემური განვითარების ირგვლივ, რაც ყველაზე მეტად აკლია ამ დარგს. საქართველოს რეგიონებში, სამწუხაროდ, 630 ათას ადამიანზე მეტი გვყავს ცენტრალური წყალმომარაგების და კიდევ უფრო მეტი -...
ოკუპირებულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. დე­პუ­ტა­ტებ­მა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობის  გამკაცრებას პირ­ვე­ლი­ვე მოს­მე­ნით მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას იმედინიუსი Sputnik Abkhazia-ზე დაყრდნობით ავრცელებს. კანონპროექტის მიხედვით, აფხაზეთში ნარკორეალიზატორებს სიკვდილით დასჯიან ან სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. ასევე ბრალდებულის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ა მოხდება. ცვლილების ინიციატორია ე.წ. დეპუტატი დიმიტრი დბარი, რომელიც ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა აქამდე ოკუპირებულ აფხაზეთში 15-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბობს მო­რა­ტო­რი­უ­მი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­ზე, რო­მე­ლიც ახლა, შესაძლოა, ახა­ლი სის­ხლის...
ავტორები: ბასტი მგალობლიშვილი / სალომე გორგოძე "ლიბერალი" უ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 წლის წინ გაფიცული კაზრეთელი მუშებისა და მათი მხარდამჭერების ხმა ისმოდა, აპრილში პროტესტის ტალღამ სოფელ ტანძიაში გადაინაცვლა. უკმაყოფილებას კვლავ ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანია RMG იწვევს. ქალაქ ბოლნისის ცენტრიდან 20 წუთში, დიდი მწვანე ველების გავლით, სადაც თავსაფრიანი ქალები ბახჩებს უვლიან, სწორედ ამ პატარა სოფელში - ტანძიაში მოხვდებით. დღეს აქ აპრილში დაწყებული პროტესტის კვალია შემორჩენილი -...
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრის შალვა ოგბაიძის განცხადებით, მეტროში მოქალაქეების ლოდინის დრო 2.5 შემცირდება. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. მისივე თქმით, დროის შემცირებას მეტროსთვის 14 შემადგენლობის დამატება გამოიწვევს. "შემადგენლობა ეს არ არის ვაგონები. შემადგენლობაში არის 4 ვაგონი ვარკეთილის ხაზზე და 3 ვაგონი - საბურთალოს ხაზზე. ანუ ჯამში, მეტროს 48 ვაგონი ემატება. რაც ყველზე მთავარია ვაგონების დამატება მოქალაქეების ცდის, ლოდინის დროს, რაც ხშირ...
წინა სტატია თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ჟღენტის თქმით, თბილისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ბიუჯეტი კიდევ 7 მილიონ ლარამდე შემცირდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მერიის ადმინისტრაციული ხარჯები იზრდება 1 მილიონ ლარზე მეტით, „საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების“ მუხლს ახალი ცვლილებით კიდევ დაემატება 500 ათასი ლარი, მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეწვია და დაბა ოჩხამურში სტიქიით შედეგად დაზარალებულ 8 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება მიულოცა. "დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დაბა ოჩხამურში აშენდა ახალი სოციალური სახლი. აღნიშნული ქობულეთის მერიის მხარდაჭერით აშენდა და მადლობა მინდა ვუთხრა მერიის ხელმძღვანელობას. მოხარული ვარ, რომ 8 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. "პროექტის განსახორციელებლად 265 ათასამდე ლარი...
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები ერთ-ერთ საკითხად თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. მისი თქმით, ეს თანხა არის კაპიტალური ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან, კერძოდ, რეგიონების განვითარების ფონდიდან, რომელიც მთლიანად დედაქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებას, საგზაო სამუშაოებს მოხმარდება. ასევე აღნიშნულ თანხებს დაემატება 2,5 მლნ ლარი, რომელიც სხვადასხვა პროგრამებიდან მიღებულ სატენდერო...
წინა სტატია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციებზე ისაუბრა. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს. მინისტრის განმარტებით, სამინისტრო რჩება ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის ერთ-ერთ მთავარ უწყებად. „კვლავ სამინისტროდან მოხდება წლიურად 200 მილიონი ლარის განაწილება რეგფონდების ხაზით, ასევე ჩვენთან რჩება დეცენტრალიზაციისა და რეგიონული, მათ შორის - მთის განვითარების სტრატეგიების შემუშავება, საჯარო მმართველობის პოლიტიკის ფარგლებში კი...
კურორტ ბახმაროს განვითარებისთვის დაიწყო კამპანია „ბახმარო მეტ სიმაღლეებზე“. ლანჩხუთ-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის თქმით, ამ კამპანიის მიზანია კურორტის ახალი, განსხვავებული და გამორჩეული ბრენდინგის შექმნა, სტრატეგიული გეგმის შემუშავება ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის, პრიორიტეტების მიხედვით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კურორტის სრულ კეთილმოწყობამდე. კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან პირველი საჯარო შეხვედრა გუშინ ბახმაროში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. შეხვედრას, ნინო წილოსანის გარდა, ესწრებოდნენ: ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერები, ეკონომიკის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ალგეთში გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მარნეულის მერიის ცნობით, პროექტის დასრულების შემდგომ სრულიად ახალი 1591 გრძ/მ გზა გაკეთდება. გზის რეაბილიტაციის პროექტი სოფელ ალგეთში თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 219 743 ლარია.
ვაკის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, 52 სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 846 589 ლარია გამოყოფილი, კერძოდ, სხვადასხვა მისამართზე ლიფტების განახლება, სადარბაზოების რემონტი, საერთო სარგებლობის კიბეებისა და სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, უკვე დასრულდა საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია ექვს მისამართზე, რაზეც 39 274 ლარი დაიხარჯა. ასევე, ამოავსეს სართულშუა ნაპრალები ხუთ მისამართზე, რისთვისაც 60 839 ლარი გამოიყო, მრავალბინიანი კორპუსების...
"მნიშვნელოვანია არა სოფლის მეურნეობის, არამედ სოფლის განვითარება", - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე აცხადებს. მისი თქმით, ამის კარგი მაგალითია, როდესაც აგროტურიზმი განვითარდა და უამრავი ადამიანი დასაქმდა ამ მიმართულებით. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. „მიწები იმდენად არის დანაწევრებული, რომ სავარგულებზე მოსავლიანობა არის დაბალი. ქვეყანა არის 70%-იან იმპორტზე დამოკიდებული, ამის პარალელურად მოსახლეობის 50% არის სოფლად და მათი წილი მშპ-ში არის 9%. როდესაც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ