ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეოთხე სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება

741

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეოთხე სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში არსებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მიმდინარე წლის 29 ივნისს გამოცხადდა, მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 3 335 145 ლარია გამოყოფილი.

“სოციალური სახლი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 2019 წლის დეკემბრამდე უნდა აშენდეს. სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ.მ-ია. მრავალბინიან სახლში 39 ბინა იქნება,აქედან 10 ბინა ოროთახიანი (თითოეული ბინის ფართობი – 55 კვ.მ), 25 ბინა – სამოთახიანი (75 კვ.მ), ხოლო 4 ბინა ოთხოთახიანი (95 კვ/.მ) იქნება. ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.