მეტროში ლოდინის დრო 2.5 წუთამდე შემცირდება

874

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრის შალვა ოგბაიძის განცხადებით, მეტროში მოქალაქეების ლოდინის დრო 2.5 შემცირდება. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

მისივე თქმით, დროის შემცირებას მეტროსთვის 14 შემადგენლობის დამატება გამოიწვევს.

“შემადგენლობა ეს არ არის ვაგონები. შემადგენლობაში არის 4 ვაგონი ვარკეთილის ხაზზე და 3 ვაგონი – საბურთალოს ხაზზე. ანუ ჯამში, მეტროს 48 ვაგონი ემატება. რაც ყველზე მთავარია ვაგონების დამატება მოქალაქეების ცდის, ლოდინის დროს, რაც ხშირ შემთხვევაში 4 წუთამდე გრძელდება, 2.5 წუთამდე შეამცირებს. ეს კი ნიშნავს, რომ მეტროს ბაქნებზე მომლოდინე ადამიანების დიდი რაოდენობა და „საცობი“ აღარ იქნება“,- აღნიშნა ოგბაიძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის თანახმად, 2018-2019 წლებში თბილისის მეტროს 14 ახალი შემადგენლობა დაემატება.