რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციებზე ისაუბრა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.
მინისტრის განმარტებით, სამინისტრო რჩება ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის ერთ-ერთ მთავარ უწყებად.
„კვლავ სამინისტროდან მოხდება წლიურად 200 მილიონი ლარის განაწილება რეგფონდების ხაზით, ასევე ჩვენთან რჩება დეცენტრალიზაციისა და რეგიონული, მათ შორის – მთის განვითარების სტრატეგიების შემუშავება, საჯარო მმართველობის პოლიტიკის ფარგლებში კი თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების და სხვა მიმართულებებით გავაგრძელებთ კომუნიკაციას რეგიონებთან”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ძირითადი ფუნქცია მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, პირველ რიგში კი პრემიერის ადმინისტრაციასთან კოორდინაცია იქნება.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დევნილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელად დანიშნა.