დაბა სტეფანწმინდაში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება

685

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 1,500 000 ლარია.

პროექტის ფარგლებში ახალი შენობა-ნაგებობები შენდება. პროექტის დასრულების შემდეგ სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ალპინიზმის მოყვარულთათვის, პროექტს კლდეზე საცოცი კედელი დაემატა.

,,სამწუხაროდ, კომპანია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს შესაბამისი ხარისხით, რის გამოც გვაქვს ჩამორჩენა. ჩვენ მივეცით მათ მითითება. მშენებლობაზე დავაყენეთ სამეთვალყურეო კამერები, რომ დავაკვირდეთ მშენებლობის პროცესს. თუ არ გამოსწორდება ვითარება, იძულებული ვიქნებით ჩავანაცვლოთ კონტრაქტორი“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.