ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები2 კილომეტრიან ასფალტო-ბეტონის დაგებას ითვალისწინებს. მერიის ცნობით, უკვე მოიხრეშა გზა და ამჟამად ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. ჰერეთისკარის შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 354 320 ლარია გამოყოფილი. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს "ლაგოდეხავტოგზა“ აწარმოებს მიმდიმარე წლის 20 აგვისტოს დაიწყო 18 ნოემბერს დასრულდება. თუმცა, "ლაგოდეხავტოგზის“ ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოები, სავარაუდოდ, ხელშეკრულებაში...
საჯარო სამსახურში დასაქმება, შესაძლოა, წერით კონკურსში მიღებული უმაღლესი ქულებით მოხდეს, - ამ ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს მოქალაქე ივანე ბლუაშვილმა მიმართა. პარლამენტმა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უკვე დაარეგისტრირა, ხოლო ბიურომ მისი განხილვა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაავალა. საკანონმდებლო წინადადების დასასაბუთებად მოქალაქე წერს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის დღეს მოქმედი კონკურსების წერითი მხარე ფორმალობას წარმოადგენს და უმეტესად, გასაუბრებით აჰყავთ თანამშრომლები, გასაუბრება კი ნეპოტიზმის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკანონმდებლო...
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ახალი ამბულატორია გაიხსნა. მერიის ცნობით, ახალგახსნილი ამბულატორია პანკისის ხეობის სოფლების მცხოვრებლებს პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. მათივე ინფორმაციით, ამბულატორიაში ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დასაქმდებიან. "ამბულატორია აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით", - აცხადებენ მერიაში.
ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქ N28-სა და მარჯანიშვილის ქ. კორპუსი N3-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ორივე მისამართზე საბავშვო გასართობი მოედნები, სავალი ბილიკები დეკორატიული ფილებით, განათებები, სანაგვე ურნები და საპარკე სკამები მოეწყობა. სკვერის გარშემო კი, დეკორატიული ღობე გაკეთდება. "ჩვენი მიზანია, რაიონში მაქსიმალურად ბევრი გამწვანებული ადგილი და მოსასვენებელი სივრცე გვქონდეს. თითოეულ პროექტში, ქალაქის გალამაზებასა და კეთილმოწყობაში მოქალაქეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია....
წინა სტატია დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, გრუნტის სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, 150 მეტრის სიგრძეზე ეწყობა კიუვეტები (ასფალტის საფარიდან წყლის არიდების სისტემა), წყალმიმღები და წყალგადამშვები ჭები. საფუძვლის მოწყობის შემდეგ, 1.9 კმ. მონაკვეთზე 14 000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოებს კომპანია "ბელ-ბაუ" აწარმოებს და პროექტზე, დედაქალაქის...
ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე მცხოვრებლები, ტროტუარების და სანიაღვრე არხების მოწყობას, სახლების დანომვრას და ბოძებიდან ჩამოყრილი სატელეფონო ხაზების გასწორებას ითხოვენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე მცხოვრები ცირა ყულჯანიშვილის სახლის საძირკველს წყალი ყოველი წვიმის შემდეგ აზიანებს: - "ჩვენ ქუჩაზე სახლების კიბეები დაბლა ჩადის, ანუ რამდენიმე საფეხურით ქვევით უნდა ჩახვიდე. სხვა ქუჩებიდანაც აქ გროვდება ნიაღვარი და მიმართულება თუ არ შეუცვალე სახლში შემოგივარდება“. ყულჯანიშვილებმა...
"მრავალეროვანი საქართველო", რომელიც სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება, აცხადებს, რომ ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი მერიის შენობაში იბარებს "ქართული ოცნების" აქტივისტებს და აძლევს დავალებებს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ კამპანიასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას წარმოადგენს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ორგანიზაციამ რეაგირებისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას მიმართა. როგორც droa.ge-ს "მრავალეროვანი საქართველოს" საარჩევნო პროგრამების კოორდინატორმა, ირმა ბასილაშვილმა განუცხადა, ნინოწმინდის მერს ადმინისტრაციულ შენობაში...
წინა სტატია დღეიდან ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან“ “ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს, მგზავრებს კი "ღამის ავტობუსში" წიგნების წაკითხვა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას სერგი გვარჯალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, “ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი დაიგეგმა ისე, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მოიცვას და მგზავრები გასართობი და კულტურული აქტივობებით დატვირთულ ცენტრებთან დააკავშიროს. ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ “ახმეტელიდან“ დაიწყებს...
კომპანია "გაზტექმშენი" კასპის მერს მანუჩარ მერებაშვილს სასამართლოში უჩივის. მისი ხელმძღვანელი სოფელ გომში ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, თანხის ანაზღაურებას ითხოვს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მერიის შესაბამის სამსახურებში არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ და არარეალური მიზეზების გამო, თანხას არ იხდიან. საქმე ეხება სოფელ ქვემო გომში ჩატარებულ სამუშაოებს. კომპანია "გაზტექმშენმა" 37 ათას ლარად სადრენაჟო სისტემა მოაწყო. სოფლის გამგებლის, კახა კაციაშვილის თქმით, დრენაჟიდან...
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში პროექტის "მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ მცირე გრანტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "რისთვის მივალ გურიაში“ პრეზენტაცია გაიმართა. მერიის ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი კულტურულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის ნიმუშები. პროექტის მიზანია ოზურგეთის კულტურულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობით. პროექტს "მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ევროკავშირი აფინანსებს, რომელიც უპრეცედენტოა და მიზნად გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ისახავს. პროექტს...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის მოწყობის მეორე რიგის სამუშაოები, რომელიც მშენებლობა 2017 წლის მაისში დაიწყო დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოპირკეთდა იატაკი, მოეწყო საშხაპეები და მაყურებელთა ტრიბუნები, ასევე, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლები. ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შემოიღობა ეზო. მერიის ცნობით, სპორტული კომპლექსი საჭიდაო დარბაზს, გასახდელებს, საშხაპეებს და ადმინისტრაციულ ოთახებს მოიცავს. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, მაღალმთიანი დასახლებების...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თემაზე "რეგიონული განვითარების პოლიტიკა საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენცია გამართა. კონფერენციას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამომსვლელებმა მთავრობის მიერ მიღებულ "2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამაზე“ ისაუბრეს, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ძირითად...
ვანის მუნიციპალიტეტში გორა-უხუთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მერიის ცნობით, გზის რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტის ფარგლებში განხორციელდა, პირველი ეტაპი 2017 წელს დაიწყო. ამჟამად პროექტი დასრულებულია, დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა, მოეწყო კიუვეტები და საბოგირე გადასასვლელები, ასევე მიმდინარეობს გვერდულების შევსება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებუმა კომპანია შპს „GEORGIAN BUILD-მა“ განახორციელა. გორა-უხუთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღნიშნული 2 000 კვ.მ. მონაკვეთის აღსადგენად, ბიუჯეტიდან 551 498 ლარი...
შემდეგი სტატია ავტორი: მაგდა პოპიაშვილი თბილისის მერიამ დედაქალაქის ცენტრალური პარკის - ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია გადაწყვიტა და ამისათვის კონკურსი გამოაცხადა, თუმცა, კონკურსის პირობებმა ვნებათაღელვა უკვე გამოიწვია. გაჩნდა ეჭვი, რომ პირობები კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული. საქმე ისაა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, პროექტის შესაქმნელად მერია კომპანიას მხოლოდ სამ თვეს აძლევს, საქმეში ჩახედული ადამიანები კი აცხადებენ, რომ ამ ვადაში სრულფასოვანი პროექტის შექმნა შეუძლებელია. არ არის გამორიცხული,...
ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ევროკავშირის ENPARD პროექტის "სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, რეგიონალურ დასაქმების ფორუმს აწყობს. დასაქმების ფორუმი პარასკევს, 28 სექტემბერს, 12-დან 14 საათამდე კოდის დევნილთა ჩასახლების სათემო ცენტრში ჩატარდება. მერიის ცნობით, დასაქმების ფორუმის მიზანია, სამუშაოს მაძიებლებს დამსაქმებლებთან კომუნიკაციასა და არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გაცვლაში დაეხმაროს. მათივე ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილნი იქნებიან ქვემო ქართლის...
ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ბეტონის დაგება მიმდინარეობს. მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია 2 000 კუბამდე ბეტონის დაგება. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 239 540 ლარს შეადგენს და სამუშაოები მიმდინარე წლის 24 დეკემბრამდე დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები ბათუმის ვიცემერმა თენგიზ პეტრიძემ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელ სულხან ევგენიძესთან ერთად დაათვალიერა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ