გურიის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში პროექტის -“რისთვის მივალ გურიაში“ პრეზენტაცია გაიმართა

1380

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში პროექტის “მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ მცირე გრანტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “რისთვის მივალ გურიაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

მერიის ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი კულტურულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის ნიმუშები.

პროექტის მიზანია ოზურგეთის კულტურულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობით.

პროექტს “მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ევროკავშირი აფინანსებს, რომელიც უპრეცედენტოა და მიზნად გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ისახავს.

პროექტს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები 2  არასამთავრობო ორგანიზაციასთან – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრ -“პროგრესის სახლთან”ერთად ახორციელებს.