ვანის მუნიციპალიტეტში გორა-უხუთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მერიის ცნობით, გზის რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტის ფარგლებში განხორციელდა, პირველი ეტაპი 2017 წელს დაიწყო. ამჟამად პროექტი დასრულებულია, დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა, მოეწყო კიუვეტები და საბოგირე გადასასვლელები, ასევე მიმდინარეობს გვერდულების შევსება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებუმა კომპანია შპს „GEORGIAN BUILD-მა“ განახორციელა.
გორა-უხუთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღნიშნული 2 000 კვ.მ. მონაკვეთის აღსადგენად, ბიუჯეტიდან 551 498 ლარი გამოიყო.