გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.
როგორც მერიაში აცხადებენ, ორჯგუფიან ბაღში ამ დროისთვის 46 აღსაზრდელი სწავლობს, ბაგა-ბაღის შენობა კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი. ამასთან, აღსაზრდელებს მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსგან სათამაშოები გადაეცათ.
"ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ ისეთ პირობებს, როგორიც ამ ბაღშია შექმნილი. ვულოცავ პატარებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს. ეს ადამიანები ბაღის გახსნას 28 წელი ელოდებოდნენ. წარმატებები და ბედნიერი მომავალი ჰქონოდეთ.“ -...
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, სადაც წლების განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არსებობდა, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.
მერიის ინფორმაციით, მოხეში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
საბავშვო ბაღის შენობა განკუთვნილია სამი საბავშვო ჯგუფისათვის და იგი მიმდებარე 12 სოფლის აღსაზრდელს მოემსახურება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მალე ქალაქში გარევაჭრობა აიკრძალება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მერიის იურიდიული და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართში გადაიყვანენ. რამაზ ქიტიაშვილის განცხადებით, გარევაჭრობის აკრძალვა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას უკავშირდება.
“მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ გარევაჭრობა აიკრძალოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, ამიტომ საკრებულომ გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. რეგულაცია ამოქმედდება მაშინ, როდესაც გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართში გადავიყვანთ”, – განაცხადა რამაზ ქიტიაშვილმა.
2 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
მერიის ცნობით, დღის წესრიგის შესაბამისად, დოკუმენტზე "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების სტრატეგია“ საბჭოს თავმჯდომარემ, გულიკო შოშიტაშვილმა მრჩეველთა საბჭოს შენიშვნები და რეკომენდაციები წარუდგინა. საბჭომ ერთხმად მხარი დაუჭირა მას და მერიას სათანადო რეკომენდაციები შესთავაზა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის კულტურის სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, მრჩეველთა საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე...
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანის საჯარო სკოლებში დებატკლუბები შეიქმნება.
მერიის ცნობით, პროექტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც პირველი შეხვედრა, საჯარო სკოლების დირექტორებთან, უკვე გაიმართა.
როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ორატორული უნარების განვითარება, მუნიციპალიტეტის განვითარებაში მათი აქტიური ჩართულობა და ადვოკატირების სწავლება - პროექტის ძირითადი მიმართულებებია.
დებატკლუბების...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქ სიღნაღში ტურისტული რუკები განახლდა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ქალაქში გარეფასადების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე წელს დენდროლოგიური პარკისა და მასთან მისასვლელი ბილიკის ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ სამუშაოებზე 370 844 ლარი დაიხარჯება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2018 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე სიღნაღში ტურისტების რაოდენობა გასული რამდენიმე წლის სტატისტიკას აჭარბებს.
ვაკის რაიონში ბაგების III კორპუსის, ყიფშიძის N7-ის, ჭავჭავაძის N75-ისა და N49-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერებისა და შიდა ეზოების მოწყობა-განახლება მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, ტერიტორიებზე განახლდება სკვერის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოეწყობა განათების ქსელი და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.
ამასთან, როგორც ვაკის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წელს დამატებით 15 დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია იგეგმება.
ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ტრანსპორტის გამოყოფას ითხოვენ. განცხადებას ხელს 32 მათგანი აწერს. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოების გამო დროებით მესამე საჯარო სკოლაში გადავიდნენ, ბავშვებს შორი გზის გავლა უწევთ, ეს კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ერთ-ერთი მოსწავლის დედა ვივეტა ჩაგინავა აცხადებს, რომ კრილოვის ქუჩაზე ცხოვრობენ, ეს ტერიტორია კი დანიშნულების ადგილს ფეხით გადაადგილებისთვის მოშორებულია. მით უფრო, რომ...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებლები დასახლებაში სასმელი წყლის არქონას აპროტესტებენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით გასულ თვეში წყალი არ მიეწოდებოდათ. ხოლო, ბოლო 10 დღეა, რაც წყალს მხოლოდ გრაფიკით იღებენ. ამტკიცებენ, რომ მათი კუთვნილი წყალი სოფელ დაგვას მიეწოდება.
მოსახლეობამ საკითხის მოგვარების მიზნით აქცია გამართეს. ადგილზე ქობულეთის "სოფლის წყლის“ წარმომადგენლებიც იმყოფებდნენ. როგორც მათი განმარტეს, პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და დასახლებას წყალი უახლოეს პერიოდში...
ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს ატარებს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ვაკანტურ ადგილებზე დღეს ტესტირების ეტაპი მიმდინარეობს და 20 თავისუფალ ადგილზე 560 კანდიდატი იბრძვის. ვაკანტურია დირექტორის- ერთი, უფროსი აღმზრდელის -ერთი და 18 აღმზრდელის პოსტი.
კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მსურველებმა გაიარეს რეგისტრაცია, შემდეგ კი განცხადებების გადარჩევა მოხდა. ხოლო, მესამე ეტაპზე კონკურსანტებს ტესტირება უტარდებათ. მინიმალური ზღვარის გადალახვის შემდეგ კი გასაუბრება...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის 3 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე, თბილისში, ზემო ფონიჭალაში მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა მარნეულის გზატკეცილზე, თბილისის მიმართულებით ნაწილობრივ შეიზღუდება.
კერძოდ, მარნეულის გზატკეცილის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე, თბილისის შემოსასვლელიდან "ყოველთა წმინდათა" სახელობის ტაძრამდე, მძღოლები ჯებირებით გაყოფილ საპირისპირო ზოლში იმოძრავებენ.
"გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ნინოწმინდაში ვიზიტის დროს ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გუშინ, ორ ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის აგიტაციის შემცველი მასალა გამოქვეყნდა მინაწერით: „საქართველოს დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ნინოწმინდაში“.
ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მერობის კანდიდატია და მას მმართველი პარტია "ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. ორ ოქტომბერს იგი ნინოწმინდის კულტურის სახლში...
ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება 7 ტონა ვაშლის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოს დირექტორმა დღეს მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ 11 ოქტომბრამდე.
ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ნაყოფი საღი, დაზიანებებისა და შავი ლაქების გარეშე, ამასთან, ერთი ცალი ვაშლი არანაკლებ - 130 გრ-ს უნდა იწონიდეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ვაშლის შესასყიდად 6...
ქუთაისში ნიკეას ქუჩის 44 ნომერში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კორპუსის წინ შენობის მშენებლობას აპროტესტებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, სკვერით ბავშვები სარგებლობენ და კომპანიას არ მისცემენ მშენებლობის საშუალებას.
სამშენებლო სამუშაოები წუხელ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე სასტუმრო უნდა აშენდეს. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი სახის სამშენებლო ნებართვა არ არსებობს...
ქობულეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების ვაკანტური ადგილებისთვის კონკურსი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე სამომავლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცალკე გამოყოფასაც აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ორმა სპეციალისტმა პოსტი 27 აგვისტოს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
https://youtu.be/WIVbZOwEXNs
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, კოლექტორის გავლით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურში მოიყრის თავს. სადგური უხვი ნალექის დროს ნინოშვილისა და ჯავახიშვილის სანიაღვრე კოლექტორებიდან წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს, რაც ქალაქის დატბორვის პრობლემას აღმოფხვრის. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ჯავახიშვილის ქუჩის კოლექტორის მშენებლობა ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს და 2019 წლის IV კვარტალში დასრულდება....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































