შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის 3 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე, თბილისში, ზემო ფონიჭალაში მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა მარნეულის გზატკეცილზე, თბილისის მიმართულებით ნაწილობრივ შეიზღუდება.
კერძოდ, მარნეულის გზატკეცილის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე, თბილისის შემოსასვლელიდან “ყოველთა წმინდათა” სახელობის ტაძრამდე, მძღოლები ჯებირებით გაყოფილ საპირისპირო ზოლში იმოძრავებენ.
“გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.