გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანის საჯარო სკოლებში დებატკლუბები შეიქმნება.
მერიის ცნობით, პროექტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც პირველი შეხვედრა, საჯარო სკოლების დირექტორებთან, უკვე გაიმართა.
როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ორატორული უნარების განვითარება, მუნიციპალიტეტის განვითარებაში მათი აქტიური ჩართულობა და ადვოკატირების სწავლება – პროექტის ძირითადი მიმართულებებია.
დებატკლუბების შექმნამდე, საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვისა და პედაგოგებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობებია დაგეგმილი.