გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.
როგორც მერიაში აცხადებენ, ორჯგუფიან ბაღში ამ დროისთვის 46 აღსაზრდელი სწავლობს, ბაგა-ბაღის შენობა კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი. ამასთან, აღსაზრდელებს მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსგან სათამაშოები გადაეცათ.
“ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ ისეთ პირობებს, როგორიც ამ ბაღშია შექმნილი. ვულოცავ პატარებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს. ეს ადამიანები ბაღის გახსნას 28 წელი ელოდებოდნენ. წარმატებები და ბედნიერი მომავალი ჰქონოდეთ.“ – გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი.
სააღმზრდელო დაწესებულება გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.